ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა


World Radio Day is celebrated every February 13
World Radio Day is celebrated every February 13

ამ დღის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ასევე მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ დღეს განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს.

იუნესკოში რომლის იდეაც იყო რადიოს დღის დაფუძნება აღნიშნავენ, რომ ციფრულ ერაში რადიოს მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ისევ აგრძელებს თავის გავლენას მედიაზე. რადიო ისევ არის მსოფლიოს ყველაზე ფართო აუდიტორიის მომცველი მედია-საშუალება,რომელსაც შეუძლია კატასტროფების დროს გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე, ხოლო ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, რომ მსმენელს ფაქტები მიაწოდონ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი ამბობს, რომ კორეის ომის შემდეგ რადიომ გადამრჩენელის ფუნქცია შეასრულა. რადიოს მეშვეობით შეიტყო მსოფლიომ სწორი ინფორმაცია.
„ჩვენ რადიოს მსმენელები ვიყავით.რადიომ აგვიხილა თვალები დანარჩენ მსოფლიოზე. იგი 100 წლის წინ გამოიგონეს თუმცა მისი შექმნისთანავე სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია ჰქონდა -გაევრცელებინა ადამიანებისთვის საჭირო ინფორმაცია. რადიო გართობს, აქვს შემეცნებითი ფუნქცია, ასევე გაწვდის ინფორმაციას. რადიო იდეებისა და შეხედულებების დემოკრატიულად გამოხატვის საშუალებაა. რადიო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციებში ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო წყაროც.“
აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

მოკლეტალღოვანი და ციფრული შეტყობინებებით რადიო აკავშირებს ადამიანებს რომლებიც ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან. კონფლიქტური სიტუაციებისა და კრიზისის პირობებში რადიო არის საციცოცხლო რგოლი ადამიანების გადარჩენის დროს. რადიოს მნიშვნელობა განუზომელია და ეკონომიკურად ეფექტურიც. გაერო, ორგანიზაციის დაარსებისთანავე იყენებს რადიოს როგორც მსოფლიოს მთავარ საკომუნიკაციო საშუალებას.

ნობელის პრემიის ლაურეატი არქიეპოსკოპოსი დესმონდ ტუტუ აცხადებს, რომ რადიო ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დღევანდელ დღეს ის მსოფლიოში მოქმედ რადიო-სადგურებს და არხებს მოუწოდებს რომ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნან და ხელი შეუწყონ მათ შორის დიალოგს. მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ. "მიეცით მათ ასპარეზი, თავიანთი ადგილი- რომ შეძლონ საკუთარ თავს დაეხმარონ", აცხადებს დესმონდ ტუტუ.

ლორი ტეილორი რომელიც უდიდესი მედია ორგანიზაციის „ნეითივ პაბლიქ მედიას“ დამფუძნებელი და დირექტორია აცხადებს, რომ რადიოს შესახებ პირველად 10 წლის ასაკში არიზონის ჩრდილოეთში ინდიელების რეზერვაციებში ყოფნისას შეიტყო. მისი მედია-ორგანიზაცია სწორედ ინდიელებისთვის მაუწყებლობს. ბატარეაზე მომუშავე რადიო მის ბაბუას ერთ-ერთმა ტურისტმა მისცა .

„ ჩემი სოფელი წარმოადგენს ადგილს, სადაც დღემდე არ არის წყალგაყვანილობა და ელექტრონერგია. ინდიელებისთვის დასახლებულ ამერიკულ შტატებში ეს იშვიათობა არ არის. ინდიელების 90% დღემდე არ არის ჩართული გლობალური ტექნოლოგიების ქსელში.
სამი ოჯახიდან მხოლოდ ერთს შეიძლება ჰქონდეს სახლის ტელეფონი.
ამ მწარე რეალობის გათვალისწინებით რადიო არის საშუალება დააკავშიროს ერთმანეთთან სოფელში და დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა“- ამბობს ამერიკის ხმასთან საუბარში ლორი ტეილორი.
XS
SM
MD
LG