ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიჩკო უკრაინის რადას დეპუტატი გახდა


ვიტალი კლიჩკო
ვიტალი კლიჩკო

კლიჩკოს პარტია - „უდარი" უკრაინის პარლამენტში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია იქნება

მსოფლიო ჩემპიონი პროფესიონალთა შორის, მძიმეწონოსანი მოკრივე ვიტალი კლიჩკო უკრაინის რადას დეპუტატი გახდა. მისი პარტია - უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის, შემოკლებით „უდარი“, უკრაინის პარლამენტში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია იქნება.

ორმეტრიანი მოკრივე თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობაში გავრცელებულ კორუფციაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ვიტალი კლიჩკო კრივის ისტორიაში მეოთხე ათლეტია, რომელმაც მუჰამედ ალის, ევანდერ ჰოლიფილდის და ლენოქს ლუისის მსგავსად, მესამედ მოიპოვა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
XS
SM
MD
LG