ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევართა რაოდენობამ იკლო


ამის შესახებ ამერიკის შრომის დეპარტამენტმა ახალ ანგარიშში განაცხადა

ბოლო ინფორმაციით, ამერიკაში უმუშევართა რაოდენობამ მოულოდნელად იკლო და სექტემბრისთვის 7.8 მეათედი პროცენტი შეადგინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო 44 თვის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელმა რვა პროცენტის ქვევით დაიწია.

ამერიკის შრომის დეპარტამენტმა ახალ ანგარიშში განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში ამერიკაში დამატებით 114,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. აგვისტოს მონაცემებში კი, დეპარტამენტმა შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ გამოცხადებული 96,000 სამუშაო ადგილის ნაცვლად, ამ თვეში სინამდვილეში 142,000 ადამიანი დასაქმდა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მდგომარეობა ამერიკაში მიმდინარე საარჩევნო პერიოდში ყველაზე აქტუალური თემაა. ოთხშაბათს გამართულ პირველ საპრეზიდენტო დებატებში ორივე კანდიდატმა - ბარაკ ობამამ და მიტ რომნიმ თავიანთი ხედვა წარმოადგინეს, თუ როგორ უნდა დაჩწარდეს დასაქმების პროცესი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG