ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჩო ახალაია თანამდებობას ტოვებს


Georgia Prison Abuse

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე შეასრულებს

ხუთშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტ სააკაშვილს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

„მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია, აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში,” - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალურ მიმართვაში. ახალაიას თქმით, იგი გრძნობს იმ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც ამ საშინელი პრაქტიკის აღმოუფხვრელობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე შეასრულებს. ზღულაძემ, ასევე, გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება „გარანტორი” იმისა, რომ მოახლოებულ არჩევნებში ხალხმა არჩევანი „თავისუფალ და მშვიდ გარემოში” გააკეთოს.
XS
SM
MD
LG