ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ეგვიპტეს დღეს დატოვებს


დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეგვიპტიდან ისრაელში გაემგზავრება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეგვიპტის არმიის მთავარსარდალს, ფედმარშალ მუჰამედ ჰუსეინ ტანტავის შეხვდა. მანამდე ქალბატონმა კლინტონმა ეგვიპტის პრეზიდენტთან მუჰამედ მორსისთან გამართა მოლაპარაკება.

ალექსანდრიაში შეერთებული შტატების საკონსულოს გახსნამდე ჰილარი კლინტონი ეგვიპტელ ქრისტიანებს და ქალთა უფლებების დამცავებს შეხვდება.

დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეგვიპტიდან ისრაელში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG