ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ბოდიში მოიხადა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი

ორშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წინაშე ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ანგარიში დასკვნით, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“ ჩაკეტვის დროს, პრემიერის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებები გაიმართა, რაც მთავრობის მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვის „სერიოზულ დარღვევას“ წარმოადგენდა.

ანგარიში უფროსმა საჯარო მოხელე სუ გრეიმ მოამზადა, რომელმაც 2020 და 2021 წლებში, როდესაც ბრიტანეთის უდიდესი ნაწილი მკაცრი პანდემიური შეზღუდვებით ცხოვრობდა, პრემიერის რეზიდენციაში ჩატარებული წვეულებები შეისწავლა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წვეულებებზე „ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება“ ხდებოდა, რაზეც თქვა, რომ „ეს პროფესიული სამუშაო ადგილისთვის ნებისმიერ დროს შეუსაბამოა“.

ჯონსონმა პარლამენტში ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ხალხის აღშფოთება მისთვის გასაგებია და გრეის დასკვნები და რეკომენდაციები „სრულად“ გაიზიარა.

ჯონსონმა ადრე თქვა, რომ არანაირი წესები არ დარღვეულა. მან კანონმდებლების, მათ შორის საკუთარი პარტიიდან, მოწოდებები გადადგომის შესახებ უარყო.

XS
SM
MD
LG