ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ჯანდაცვის რეფორმის განხილვა


რესპუბლიკელები მისი ანულირებისთვის ემზადებიან

დღეს, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრაზე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას აყენებს. უზენაესი სასამართლოს მიერ ე.წ. ობამას ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერიდან ჯერ მხოლოდ ორი კვირა გავიდა. საყოველთაო ჯანდაცვის ინიციატივა პრეზიდენტის პირველი ვადის მთავარ მიღწევად ითვლება.

რესპუბლიკელები მისი ანულირებისთვის ემზადებიან, რადგან ბევრ სხვა ხარვეზთან ერთად, მიაჩნიათ, რომ პუნქტი ინდივიდუალური მანდატის შესახებ გადასახადების გაზრდას გამოიწვევს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ჯონ ბეინერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, კანონი მცირე ბიზნესებსაც მძიმე ტვირთად დააწვება.
XS
SM
MD
LG