ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შეიცვლება ამერიკის ჯანდაცვის სფეროში?


უახლოეს მომავალში საავადმყოფოს მომსახურებაზე ფასები მოიმატებს

ამერიკის ერთერთი მთავარი საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსთა განცხადებით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებული საავადმყოფოები ობამას ჯანდაცვის რეფორმისგან მოგებული დარჩებიან.

სპეციალისტთა წინასწარმეტყველებით, 2014 წელს ჯანდაცვის რეფორმა გარკევულწილად სარგებელს მოუტანს ქვეყნის საავადმყოფოებს. თუმცა გოლდმან საქსი იმასაც აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საავადმყოფოს საბაზრო ფასები აშკარად გაიზრდება.

ანალიტიკოსების აზრით, ამიერიდან ჯანდაცვის რეფორმა სამედიცინო დაზღვევას ხელმისაწვდომს გახდის. შესაბამისად შემცირდება ყველა ის პასუხისმგებლობა, რასაც სავადმყოფოები აქმდე საკუთარ თავზე იღებდნენ.

XS
SM
MD
LG