ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიის მთავრობამ ადამიანის უფლებები დაარღვია - სტრასბურგის გადაწყვეტილება


სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, ორგანიზაციის - გარემოს დამცველი ხანდაზმული ქალები - წევრები ჟურნალისტთა კითხვბს პასუხობენ. სტრასბურგი, საფრანგეთი. 9 აპრილი, 2024 წ.
სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, ორგანიზაციის - გარემოს დამცველი ხანდაზმული ქალები - წევრები ჟურნალისტთა კითხვბს პასუხობენ. სტრასბურგი, საფრანგეთი. 9 აპრილი, 2024 წ.

ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარეობს, 9 აპრილს დაადგინა, რომ შვეიცარიის მთავრობამ დაარღვია საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებები იმით, რომ არ გააკეთა საკმარისი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავდა 2 000-ზე მეტი ხანდაზმული შვეიცარიელი ქალის მიერ შეტანილ საჩივარს, ორგანიზაციიდან - გარემოს დამცველი ხანდაზმული ქალები (KlimaSeniorinnen). ისინი ამტკიცებენ, რომ შვეიცარიის მთავრობის უმოქმედობამ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, მათი სიცოცხლე, სიცხის შტორმების შემოტევების დროს, მეტი რისკის ქვეშ დააყენა. მოსამართლეთა დღევანდელ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დიდი რეზონანსი ექნება არამარტო ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

მსგავსი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საქმის მომჩივანთა სასარგებლოდ გადაწყვეტა ჯერჯერობით უპრეცედენტოა. სასამართლომ უარყო კლიმატთან დაკავშირებული ორი მსგავსი საქმე. ესენია: პორტუგალიის 6 ახალგაზრდის მიერ შეტანილი საჩივარი ევროპის 32 ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ და მეორე - საფრანგეთის სანაპირო ქალაქის ყოფილი მერის საჩივარი.

ცხელი ამინდის რისკები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG