ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ექსტრემალური სიცხეები გრძელდება


სახიფათო სიცხეა გამოცხადებული შეერთებული შტატების დიდ ნაწილში და განსაკთრებით, აღმოსავლეთში მდებარე შტატებში. ექსტრემალური ტემპერატურა ფიქსირდება ქვეყნის შუა-დასავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი 28 ივლისს წლის ყველაზე ცხელ ტემპერატურას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების ამინდის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უმეტესი ნაწილი ზაფხულის ღამეებში მნიშვნელოვნად არ გრილდება, მოდევნო დღეების განმავლობაში, ღამით ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება.

ამის გამო, მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სიცხისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებს.

ხუთშაბათს, შეერთებულ შტატებში თითქმის 200 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის 60% - ექსტერმალური სიცხის ან წყალდიდობის საფრთხის ქვეშ იყო. სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის გაგრძელებას ამერიკის ზოგიერთ შტატში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვარაუდობენ.

XS
SM
MD
LG