ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 გატაცება 4 დღეში: რუსი ოკუპანტების თარეში არ წყდება


რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობენ
რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობენ

რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქართული სოფლებიდან. ბოლო ოთხ დღეში, ოკუპანტებმა - დუშეთისა და გორის მუნიპიცილიტეტებში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

21 ოქტომბერს, დუშეთიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ქარქუშაანიდან რუსებმა ქალბატონი დააპატიმრეს. იგი სამდღიანი ტყვეობის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორიდან, მხოლოდ გუშინ საღამოს გათავისუფლდა, მას შემდეგ რაც, ე.წ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის“ გამო ჯარიმა გადაიხადა.

22 ოქტომბერს, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან, რომელიც ოკუპირებულ ოსურ სოფელ ღრომს ესაზღვრება, რუსებმა 43 წლის მალხაზ ჟღენტი გაიტაცეს, იგი ხევთან ახლოს საქონელს მწყემსავდა.

24ოქტომბერს კი მორიგი გატაცება უკვე გორის რაიონის სოფელ კირბალიდან მოხდა. აქ, ოკუპანტებმა, ტყეში შეშის მოსაჭრელად შესული, 30 წლის ილია თაყაძე დაიჭირეს. გატაცებული კირბალში ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ბებია ნანა თაყაძე ამბობს:

შეშა უნდა დაემზადებინა და უნდა მოეტანა მერე. რა ვიცი, სად გამოჩდნენ ის რუსები, დაუჭერიათ იქვე და წაუყვანიათ ბავშვი. ჩვენ ველოდებოდით, წუხელ არ მოვიდა, გათენდა - არ მოვიდა. მერე დაკერა ჩემმა რძალმა პოლიციაში, მოვიდნენ, გადარეკეს იქეთ და ცხინვალში ჰყოლიათ დაჭერილი ახლა“
ნანა თაყაძე, გატაცებულის ბებია

„წავიდა ტყეში ბავშვი, მოსაჭრელად, შეშა უნდა დაემზადებინა და უნდა მოეტანა მერე. რავიცი, სად გამოჩდნენ ის რუსები, დაუჭერიათ იქვე და წაუყვანიათ ბავშვი. ჩვენ ველოდებოდით, წუხელ არ მოვიდა, გათენდა - არ მოვიდა. მერე დარეკა ჩემმა რძალმა პოლიციაში, მოვიდნენ, გადარეკეს იქეთ და ცხინვალში ჰყოლიათ დაჭერილი ახლა.“

საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ამჟამად საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალის იზოლატორში ჰყავს დატყვევებული, არის 29 წლის გიორგი ციცაგიც.

გორის რაიონის სოფელ ფლავის მკვიდრი 2016 წელს, ოკუპანტებმა უკვე მეორედ დაიჭირეს. პირველად, ციცაგი 14 მაისს სოფელ ზემო არცევთან ახლოს დააკავეს და საკვები პროდუქტის კონტრაბანდაში დასდეს ბრალი. მაშინ, საოკუპაციო რეჟიმმა მას პირობითი სასჯელი გამოუტანა და უკან გამოუშვა.

12 ოქტომბერს კი ციცაგი ხელმეორედ დაიჭირეს და ახლა, დიდი ალბათობით, მას უკვე ციხე ელის. ანალოგიური მოხდა 2012 წელს, სოფელ დვანის მკვიდრ ვასილ კობახიძესთან დაკავშირებით. ოკუპანტებმა მაშინ კობახიძეც ორჯერ გაიტაცეს და მეორე გატაცების შემდეგ. 3 წლიანი ციხე მიუსაჯეს. მან ცხინვალის იზოლატორს მხოლოდ 2014 წლის ზაფხულში დააღწია თავი.

საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით, ადამიანთა გატაცებას ვერაფერს უპირისპირებს
საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით, ადამიანთა გატაცებას ვერაფერს უპირისპირებს

დაკავებულის მამა ამბობს, რომ გიორგი ციცაგს 6 თვის შვილი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და სახლიდან, სწორედ ბავშვის საჭმლის საყიდლად იყო გასული:

„შვილი ჰყავს ავად, 6 თვის ბავშვი, გულზე ორი ოპერაცია სჭირდება. საჭმელზე წავიდა ვიცით, 32 ლარს ვაძლევთ - პატარა ფლაკონია, მაგის გულისითვის გავიდა, საღამოს მითხრეს, რუსებს დაუჭერიათო"
გატაცებული გიორგი ციცაგის მამა

„შვილი ჰყავს ავად, 6 თვის ბავშვი, გულზე ორი ოპერაცია სჭირდება. საჭმელზე წავიდა ვიცით, 32 ლარს ვაძლევთ - პატარა ფლაკონია, მაგის გულისითვის გავიდა, მე არაფერი ვიცოდი, საღამოს მოვედი, ბირჟაზე თანასოფლელებმა რო დამინახეს გაჩერდნენ, მერე პატარა ბიჭი მოვიდა და დაუჭერიათო, მითხრა.“

ცხინვალის იზოლატორში განაჩენს ელოდება 38 წლის გიორგი გიუნაშვილიც. სამაჩაბლოდან დევნილი, რომელიც ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობდა, ოკუპანტებმა ივლისში გაიტაცეს და ბრალად, 2007 წელს, სეპარატისტული რეჟიმის სამხედროს მკვლელობა წაუყენეს.

გატაცებულ გიორგი გიუნაშვილს საოკუპაციო რეჟიმი "ტერორიზმში" სდებს ბრალს
გატაცებულ გიორგი გიუნაშვილს საოკუპაციო რეჟიმი "ტერორიზმში" სდებს ბრალს

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში, მათ საქართველოს 84 მოქალაქე დააკავეს. სხვადასხვა შემთვხევებში, ე.წ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის“ ჯარიმა 2000-დან 4000 რუსულ რუბლამდე, ანუ 75-დან 150 ლარამდე მერყეობს. 2014 წელს, ოკუპანტებმა 273 000 რუბლის, (დაახლოებით 10367 ლარის) ჯარიმა გამოწერეს, 2015 წელს, კი ეს ციფრი თითქმის გასამმაგდა და 740 000 რუბლს ანუ 28 100 ლარს მიაღწია.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უძლურია რუსი ოკუპანტების თარეშისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, ადამიანების გატაცების თემას 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დააყენებს, ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვერადზე, რომელიც რიგით 71-ე იქნება.

XS
SM
MD
LG