ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესს ბირთვული შეთანხმების დამტკიცებისკენ მოუწოდებს


ბარაკ ობამა, შეერთებული შეერთებული შტატების პრეზიდენტი
ბარაკ ობამა, შეერთებული შეერთებული შტატების პრეზიდენტი

ობამა: "თუ ირანი ბირთვული იარაღისკენ სწრაფვას გააგრძელებს შეერთებულ შტატებს შეთანხმების მიღმაც ბევრი საშუალება აქვს, მათ შორის სამხედრო მოქმედება"

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარი დაუჭიროს ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ხაზს უსვამს, რომ თეირანის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში შტატებს კვლავაც შეეძლება სანქციების დაწესება ან სამხედრო მოქმედება.

„თუ ირანი ბირთვული იარაღისკენ სწრაფვას გააგრძელებს შეერთებულ შტატებს შეთანხმების მიღმაც ბევრი საშუალება აქვს, მათ შორის სამხედრო მოქმედება,“ წერს ობამა 19 აგვისტოს ნიუ იორკელი კონგრესმენის დემოკრატი ჯეროლდ ნადლერისთვის გაგზავნილ წერილში.

იმავე წერილში ნათქვამია, რომ ამერიკა მზად არის ისრაელისთვის, რომელიც ირანთან ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, თავდაცვითი სისტემების დაფინანსება გაზარდოს.

ობამას მიერ კონგრესმენისთვის წერილის გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ ჯერსიდან რობერტ მენენდეზმა განაცხადა, რომ ის ბირთვულ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, სექტემბერში დაგეგმილ კენჭისყრაზე შეთანხმების დაბლოკვას შეეცდებიან რესპუბლიკელები.

ამ კვირას ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან შესაძლო შეთანხმებით ირანის ბირთვული საწარმოების ინსპექტირება შეიძლება თვითონ ირანმა ჩაატაროს.

XS
SM
MD
LG