ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან შეთანხმების რატიფიკაცია ორშაბათს იგეგმება


ისტორიული შეთანხმების რატიფიცირება სავარაუდოდ ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდება, რის შემდეგაც ირანისთვის სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყება.

ვიდრე ობამას ადმინისტრაცია ირანთან შეთანხმების მნიშვნელობაზე სკეპტიკურად განწყობილ მოკავშირეებთან მსჯელობს, დიპლომატები გაეროს უშიშროების საბჭოზე მისი რატიფიკაციისთვის ემზადებიან. დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იღებს, რომლის სამშობლოშიც მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა რეგიონალურ მეტოქესთან მიღწეული შეთანხმების გამო. საუდის არაბეთი შიშობს, რომ ირანი სანქციების მოხსნის შედეგად გაყინული თანხების ამოქმედებით იმ სამხედრო დაჯგუფებებს დააფინანსებს, რომლებიც სირიაში, იემენში და ლიბანში მოქმედებენ.

ისტორიულ შეთანხმებას, რომლის მიღწევაც გასულ კვირას ირანს და მსოფლიოს 6 ქვეყანას შორის მოხდა, სავარაუდოდ, ორშაბათს ვენაში დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაამტკიცებენ. რეზოლუციის შედეგად ირანისთვის სანქციების მოხსნის პროცესი დაიწყება. სანაცვლოდ კი ირანი უარს ამბობს საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.

XS
SM
MD
LG