ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოელის საბერძნეთს?


საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის გამო სიღარიბის დონემ მოიმატა

კვირას საბერძნეთის მოქალაქეები მეორე საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ აზრს დააფიქსირებენ. საბერძნეთის არჩევნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დამკვირვებლები გააკონტროლებენ. ეს არჩევნები ქვეყნისთვის ევროს თემაზე ჩატარებული რეფერენდუმის როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის გამო სიღარიბის დონემ მოსახლეობაში განსაკუთრებით იმატა. პრობლემა ძირითადად ოჯახებში სურსათის ნაკლებობით გამოიხატება.

საბერძნეთში მემარცხენე ლიდერის ალექსის ტსირპასის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. ტსირპასის მიზანია კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ქვეყანაში ევროპელი ლიდერების მიერ თავსმოხვეული საბიუჯეტო ზომები აღკვეტოს. ამ პროცესმა კი შესაძლოა საბერძნეთს ევროზონის ვალუტაზე უარი ათქმევინოს.

ალექსის ტსირპასის ოპონენტი - ანტონიო სამარასი და მისი ახალი დემოკრატიის პარტია აცხადებს, რომ თუ საბერძნეთი მემარცხენე ლიდერის კურსს აირჩევს, შესაძლოა ქვეყანა უარეს კრიზისში აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG