ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი არჩევნებისთვის ემზადება


საბერძნეთში სატელევიზიო დებატები არჩევნების წინ, როგორჩ ჩანს საკმაოდ თავაზიან ვითარებაში წარიმართება, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი უკვე მეხუთე წელია, რაც რეცესიის ქვეშ იმყოფება.
ქვეყანაში წარუმატებელი სავაჭრო პოლიტიკის შემდეგ „ოქროს განთიადის“ მემარჯვენე პარტიის პრესპიკერი, მემარცხენე პარტიის ორ წარმომადგენელზე ილაშქრებს. პირველად მან, სახეში სილა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ წევრს ლიანა კანელს გააწნა. ამ ინციდენტის შემდეგ პრესპიკერზე დაპატიმრების ბრძანებამა გაიცა.
მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს შორის არსებული დაძაბულობა პოლიტიკური კულუარებიდან საბერძნეთის ქუჩებშიც გადავიდა. ამ ორმა პარტიამ, რომელიც 40 წლის მანძილზე საბერძნეთის მმართველ ძალას წარმოადგენდა, დაახლოებით მილიონზე მეტი ამომრჩეველი დაკარგა. ბერძნების უმრავლესობა მათ ქვეყანაში არეულობის გამო ადანაშაულებს.
ალექსის ციპრასი სირიზას პარტიის ლიდერია, რომელიც ბერძნების აღშფოთებას ქვეყანაში მოქმედ ფინანსური სტიმულირების პაკეტს მიაწერს:
„ამ მხრივ პრობლემა უმწვავესი ხაისათისაა. კატასტროფა გარდაუვალია, რომლის მასშტაბები საბერძნეთს გასცდება.“
ყველაზე საშინელი სურათი კი, რომელზეც ციპრასის პარტია საუბრობს, ბერძნული დრაჰმას დაბრუნებაა, რომელსაც საბერძნეთი ამ ათი წლის წინ სამუდამოდ გამოემშვიდობა.
ვასილ კაპსისი უმუშევარია და თავის მეუღლესთან ერთად სახლში ზის. მისი თქმით, დრაჰმას დაბრუნება ქვეყნის განადგურებას შეუწყობს ხელს:
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში ნაკლები ფული მექნება და სამაგიეროდ ფასები საგრძნობლად გაიზრდება. ჩვენნაირ ადამიანებს, ვისაც ოჯახი და შვილები ჰყავს, ეკონომიურად გაანადგურებს.“
ბერძენი ექსპერტის დიონისე დიმიტრაკოპულუსის თქმით, მიუხედავად მწვავე ეკონომიკური კრიზისისა, არსებობს ორი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ბერძნები ერთსულოვნებას იჩენენ; პირველი ეს ევროს შენარჩუნებაა და მეორე - ბერძნებს კიდევ, სხვა, ახალი არჩევნები აღარ უნდათ. ექვს კვირაში ორჯერ ჩატარებული არჩევნები სავსებით საკმარისია. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, კვირას გამართულ არჩევნებში, გამარჯვებული კვლავ გაურკვეველი იქნება.
XS
SM
MD
LG