ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

აშშ-ს როლი სირიის კონფლიქტში

ამბოხებულთათვის იარაღის მიცემას უკუფექტი ექნება

x
ტექსტის ზომა - +
სირიაში ამბოხებულებსა და პრეზიდენტის ძალებს შორის ბრძოლები გრძელდება. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა არკვევდა თუ რას აპირებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამ ომის შესაჩერებლად.

ამერიკის პოლიტიკა ბაშარ ალ-ასადის მიმართ აშკარაა - ის უნდა წავიდეს. თურქეთში ვიზიტის დროს თეთრი სახლის პოზიცია სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არც თუ ადვილი ამოცანაა. სირიაში უკვე 18 თვეა ბრძოლები მიდის და ჯერ არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული.

ფავეზ გერგესი ლონდონის ეკონომიური სკოლის ექსპერტია. ის ამბობს, რომ პრეზიდენტი ასადი ბოლომდე იბრძოლებს.

„ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი დიდ ხანს გაგრძელდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჯერა  რომ ლიბიის პრეზიდენტის ხვედრს გაიზიარებს. ასადს და მის მხარდამჭერებს, ასევე მოკავშირეებს, კერძოდ, ირანს სჯერათ, რომ ასადს აქვს შანსი კვლავ დაამარცხოს ოპოზიცია,  საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციის შეფერხებით, ასადს ხანგრძლივად დარჩენის შანსი აქვს, “ - ამბობს გერგესი.

ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ ასადის დამხობის სხვა გზებიც არსებობს.
 
„შეგიძლია ჩათვალოთ არგუმენტად, რომ უფრო ჰუმანიტარული იქნება, უფრო მეტი ადამიანი გადარჩება  და უფრო ნაკლები ხარჯი იქნება, თუკი ასადს და მის ოჯახს გაქცევის საშუალებას მისცემენ. მაგრამ ვინ შეიძლება მისცეს ასადს უსაფრთხოების გარანტია? თუკი ის ამ გარანტიას არ მიიღებს, ბოლომდე იბრძოლებს,“ - ამბობს ბოლტონი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არავინ ფიქრობს ინტერვენციაზე. თუმცა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხედრო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუკი სირიის მთავრობა ამბოხებულთა წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს აამოქმედებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას ითხოვს, რაც ასადს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს. ამგვარი აქცია დასავლეთმა თავის დროზე ლიბიაში გამოიყენა.

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამგვარ ზომას გაეროს უშიშროების საბჭოში მხარს არ დაუჭერენ რუსეთი და ჩინეთი. მათ ასადის წინააღმდეგ რამდენიმე მკაცრი რეზოლუციის პროექტი უკვე დაბლოკეს. ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ მსუბუქად აღჭურვილ ამბოხებულებს კარგად შეიარაღებული ასადის არმიის წინააღმდეგ უფრო მეტი იარაღი სჭირდებათ. არის ცნობები, რომ მათ იარაღს და ფინანსებს იარაღის შესაძენად საუდის არაბეთი და ყატარი აწვდიან.

თუმცა, ანალიტიკოსი ნადიმ შეჰადი ამბობს, რომ ამბოხებულთათვის იარაღის მიცემას უკუფექტი ექნება, რადგან მათი გამარჯვების შემდეგ ამ შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება უკვე ძალიან რთული იქნება.

შეჰადი თვლის, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარებში გადამწყვეტი როლი შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი სირიისთვის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მოიცლის.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.