ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის ახალი პრეზიდენტი ჰყავს


სომალის არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმ გეგმისა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უჭერს მხარს

სომალელმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალ პრეზდენტად ჰასან შეიხ მოჰამუდი აირჩიეს.

ორშაბათს, პოლიტიკაში ახლახანს მოსულმა მოჰამუდმა თავისი მეტოქე შეიხ შარიფ შეიხ აჰმედი არჩევნების მესამე ტურში დაამარცხა.

კანონმდებლებს სურდათ, ქვეყანაში მმართველობა შეცვლილიყო და ახალ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ჰასან შეიხ მოჰამუდმა არჩევისთანავე პრეზიდენტის ფიცი დადო. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ აჰმედს გაწეული საქმიანობისთვის და სომალელ ხალხს თანადგომისკენ მოუწოდა.

სომალის არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმ გეგმისა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უჭერს მხარს. გეგმის მიხედვით, სომალის ახალი და ეფექტური ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ქვეყანას ოცწლიანი ომის შემდგომი ქაოსიდან გამოიყვანს.
XS
SM
MD
LG