ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაირობიში დაღუპული სომალელი ჟურნალისტი გაიხსენეს


შამარკე ალ-შაბაბის მეამბოხეებმა ხუთი წლის წინ მოკლეს

სომალელი ჟურნალისტები ნაირობის გარეუბანში შეიკრიბნენ და მოკლული სომალელი ჟურნალისტი ალი შამარკე მოიგონეს.

შამარკე ალ-შაბაბის მეამბოხეებმა ხუთი წლის წინ მოკლეს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, სომალი დღესდღეობით აფრიკაში ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება.

წელს სომალიში ექვსი ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს. ნაირობიში შეკრებილმა ჟურნალისტებმა დაღუპულ კოლეგას პატივი მიაგეს.

XS
SM
MD
LG