ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ჯანდაცვის რეფორმა


„როიტერის“ გამოკითხვის შედეგები

ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა უმრაველოსობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმას, თუმცა ზოგიერთ ნაწილს მხარს უჭერენ. ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას ამერიკის უზენაესი სასამართლო დღეს გამოაცხადებს. სააგენტო „როიტერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობას არ შეუძლია დაავალდებულოს ადამიანები ჯანდაცვის პაკეტის შეძენაში. რაც შეეხება ჯანდაცვის პაკეტის დადებით მხარეებს რესპონდენტების 61 პროცენტს მოსწონს რომ შვილებს 26 წლამდე შეუძოლიათ მშობლების დაზღვევით სარგებლობა. 82 პროცენტს მოსწონს, რომ ჯანდაცვის რეფორმა სადაზღვევო კომპანიებს უკრძალავს უარის თქმას დაზღვევაზე როდესაც დაავადების სიმპტომები უკვე გამოვლენილია.
რესპუბლიკელთა მომავალი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტ რომნი, გამარჯვების შემთხვევაში ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას აპირებს.
XS
SM
MD
LG