ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის რეფორმა აშშ-ში


რამდენიმე ხნის წინ ამერიკელებმა არსებული ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს. ეს საკითხი უზენაესმა სასამართლომაც განიხილა. რეფორმას, რომელსაც ბევრი „ობამას ჯანდაცვის სისტემის მონაპოვარს“ უწოდებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უარყოფითად აფასებს.

შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე საკმაოდ ძვირია. თავისთავად, ამ დაზღვევის შეძენაც დიდ ხარჯებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ამერიკელთა 50 მილიონი დაზღვევის გარეშეა.

დოქტორი დონალდ ბერვიკი ჯანდაცვის საკითხების ექსპერტია, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს - „მედიქეარსა“ და „მედიქიედს“ წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. ამჟამად იგი პენსიაზეა და ორგანიზაცია „ამერიკის პროგრესის ცენტრის“ მკვლევარია:

„ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი საშუალება ხარისხის გაუმჯობესებაა და არა მისი შეზღუდვა.“

დოქტორი ბერვიკი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სულ ახლახანს მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში იგი ხარჯების შემცირების მექანიზმსა და სამედიცინო პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომების თავიდან აცილების გზებზე საუბრობდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ექიმის მიერ გაცემული არასათანადო დანიშნულება მკურნალობის ხარჯებს ასევე ზრდის:

„მაგალითად, ანტიბიოტიკის მიღება ვირუსული ინფექციების დროს კარგი არ არის. არადა ჩვენ ამ საშუალებას თითქმის ყოველთვის მივმართავთ. “

ექიმისა თუ ექთნის საქმიანობის მადლიერი არავინაა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი გადასახი უნდა ჩაითვალოს. შეერთებულ შტატებში რენტგენზე გაშუქება და კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო ძვირია ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ექსპერტების თქმით, შეერთებულ შტატებში მთლიანი შიდა პროდუქტის 17 პროცენტი ჯანდაცვაზე მოდის. მომდევნო 8 წლის განმავლობაში ყოველივე ეს 20 პროცენტამდე გაიზრდება.

„თუ ჩვენ დაკვირვებულად არ ვიმოქმედებთ და ჯანდაცვის სიტემაში ხარჯების შემცირების სათანადო გეგმას არ შევიმუშავებთ დილემის წინაშე აღმოვჩნდებით,-“ ამბობს დოქტორი ბერვიკი.

ექსპერტი იმასაც დასძენს, რომ ხარჯების ზომიერი გადანაწილებით მიღებული დანაზოგი შესაძლოა მკურნალობის პროცედურასა და ზოგადად მედიცინის გაუმჯობესებას მოხმარდეს.

XS
SM
MD
LG