სამშაბათი, 21 მაისი, 2013

ხელოვნება

ნიუ-იორკი - შთაგონების წყარო

ამერიკული ფილმების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკის რეალურ ცხოვრებას ასახავს

x
ტექსტის ზომა - +
კინოინდუსტრია ნიუ-იორკში სწარფად ვითარდება. სულ ახლახანს რეჟისორმა დევიდ ვექსელმა ფილმი „ღუზები“ გადაიღო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მეგა ქალაქის ყოველდღიურობას ასახავს.

ნიუ-იორკი - ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს.

„როდესაც ნიუ-იორკის ფილმზე ვსაუბრობ, თვალწინ ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება გვიდგება თავისი ხალხმრავალი ქუჩებითა და უჩვეულო სანახაობებით,“ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი და იქვე დასძენს რომ ნიუ-იორკი შემოქმედებითი ადამიანებისათვის შთაგონების დიდი წყაროა.

ვექსელის პარალელურად, ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი სპაიკ ლიც, ნიუ-იორკში, ფილმების გადაღებით საკმაოდ აღტაცებულია.

აღსანიშნავია, ერთი გარემოებაც, თავის დროზე ფილმ „რევოლუციური გზის“ ერთი ნაწილი, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ ვინსლეტი თამაშობენ, ნიუ-ორკში არსებულ სტეინერის სტუდიაში გადაიღეს.

სტეინერის სტუდია 8 ჰექტარზეა განთავსებული და ის არა-მარტო ფილმების გადაღებისთვისაა საკმარისი, არამედ მასში სხვადასხვა სატელევიზო შოუების ჩაწერაც ხდება. 

„მსახიობებსა და რეჟისორებს ჩვენს სტუდიაში მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა; მათ, ასევე, ბროდვეიზე მთელი ღამე ყოფნის საშუალება ეძლევათ. რეპორტიროებს თავისუფლად შეუძლიათ ინტერვიუებისა თუ თოქ-შოუების ჩაწერა და მომზადება. ერთი სიტყვით, საკმაოდ დაძაბული მუშაობის განრიგი გვაქვს,“ - აცხადებს სტუდიის ხელმძღვანელი დუგლას სტეინერი.

რეჟისორების თქმით ნიუ-იორკი ადგილობრივი კინო წარმოების განვითარებას უწყობს ხელს. ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი მიიჩნევს რომ ნიუ-ორკში წარმოებული ფილმები დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ერთგავარდ ქალაქისა და შტატის ბიუჯეტსაც გაზრდის.

ნიუ-იორკის კინოინდუსტრია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს ითვლის. რეჟისორი დევიდ ვექსელი კი იმედოვნებს რომ ფილმი „ღუზები“ წარმატებით იქნება გამორჩეული და რეჟისორსა და მსახიობებს პოპულარობას შესძენს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.