ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანჯელინა ჯოლი რეჟისორის ამპლუაში


ანჯელინა ჯოლი რეჟისორის ამპლუაში
ანჯელინა ჯოლი რეჟისორის ამპლუაში

ანჯელინა ჯოლი, რომელიც ყველასთვის ცნობილია მსახიობად, ამჯერად საზოგადოების წინაშე ახალი ინიციატივით გამოვიდა. ოსკარის მფლობელი მსახიობი- ქალბატონი ბოსნიის ომით დაინტერესდა და მის შესახებ ფილმიც გადაიღო.

ფილმის რეჟისორის ამპლუაში მყოფმა ანჯელინა ჯოლიმ შემდეგი განაცხადა:

„რაც უფრო მეტად ჩავუღრმავდი ამ ისტორიას, მით უფრო მეტი დავინახე და გავიგე, რამაც საშინლად ამაღელვა. საოცრად ემოციური იყო ჩემთვის ქალებზე განხორციელებული ძალადობა. ამიტომ გადავწყვიტე ფილმის შექმნა, რომელიც არა-მარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ, დედ-მამიშვილების, მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებას ასახავდა. “

ანჯელია ჯოლი ამ სადებიუტო ნაშრომის არა მარტო ფილმის რეჟისორი, არამედ სცენარის ავტორიც იყო. ფილმში, რომლის ე.წ სათაურია „სისხლისა და თაფლის მიწაზე“ მუსლიმანი ქალისა და სერბი მამაკაცის სასიყვარულო ისტორია ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიმდინარე სასტიკი ომის პარალელურადაა აღწერილი.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ანჯელინა ჯოლიმ იმედი გამოთქვა რომ ფილმში ომის სიმძიმის ამსახველი კადრები, ფართო განხილვის თემად გადაიქცევა.

„მინდა ხალხს მუდამ ახსოვდეს ბოსნიის ისტორია და ასევე მსურს რომ არასდროს დაივიწყონ ომის სისასტიკე. მინდა ასევე ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გადარჩა და ვისაც ახოვს თუ ჯერ კიდევ რამდენი რამეა გასაკეთებელი ნაირევი ქვეყნის ასაღორძინებლად.“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბოსნიაში მშვიდობის ელჩად წარდგენილი ჯოლი, რომელიც ამასთანავე შვიდი შვილის დედაა და ბრედ პიტის პარტნიორია, გლობალურ საკითხებზე, როგორც მსახიობი თავის დამოკიდებულებასა და ზეგავლენას ყოველთვის გამოხატავს.

მიუხედავად ფილმში, უარყოფით კონტექსტში, გადმოცემული სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები და სასამრთლო მტკიცებულებები მრავლადაა, სარაევოში გამართულ ფილმის ფესტივალზე, ანჯელია ჯოლის განსაკუთრებული პატივი მაინც მიაგეს.

„ეს ბოსნიის თემაზე შექმნილი მარტო ამერიკული ფილმი არ არის. ეს არის ფილმი, რომელიც ერთმა ამერიკელმა მრავალი ბოსნიელის მნიშვნელოვანი თანამონაწილეობით შექმნა,-“ განაცხადა ჯოლიმ.

ფილმი „სისხლისა და თაფლის მიწაზე“ შეერთებული შტატების კინოთეატრებში 23 დეკემბრიდან გამოვა, რომლის ნახვა ორ ენაზე - ინგლისურად და ბოსნიურადაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG