ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013

ახალი ამბები

ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობის მომავალი

ვაშინგტონი შეეცდება ეგვიპტელებს რევოლუციის დანაპირების შესრულებაში დაეხმაროს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა


შაბათს ეგვიპტეში ისლამისტი პოლიტიკოსი მოჰამედ მორსი საპრეზიდენტო  ფიცს დებს. მორსი ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ მოვიდა. ამერიკის ხმა შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აისახება ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლა ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობაზე.

მოჰამედ მორსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება თაჰრირის მოედანზე ათასობით ეგვიპტელმა იზეიმა. თუმცა, 18 თვის წინ ამ მოედანზე ეგვიპტელები ჰოსნი მუბარაქის გადადგომას მოითხოვდნენ.

დევიდ შენკერი ვაშინგტონში ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში მუშაობს. მისი აზრით, ეგვიპტისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი იყო  სამართლიანი არჩვენების ჩატარება, თუმცა ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება.

„ქვეყანას ჰყავს არმია, რომელიც პოლიტიკოსებზე და ლიდერებზე ბევრად უფრო მაღლა დგას.“

შენკერი ასევე ამბობს, რომ ეგვიპტეში ხელისუფლების ცვლა გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობაზეც:

„შეერთებული შტატები დაელოდება, ვიდრე მორსის მთავრობა საკუთარი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონიც. შეერთებული შტატები, ყოვლწლიურად, ეგვიპტეს მილიარდნახევარი დოლარით ეხმარება. ჩვენი სურვილია, ეს დახმარება გაგრძელდეს, თუმცა, კონგრესი ეგვიპტის ახალი მთავრობისთვის დახმარების მიცემას ასე იოლად არ დათანხმდება.“

გალოპის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ეგვიპტეში, ტუნისში, სირიაში, ლიბიასა და იემენში ქალები, ისევე როგორც არაბი მამაკაცები, შარიათის კანონის  ლეგალიზებას უჭერენ მხარს. დალია მოჯაჰედი გალოპის მუსლიმური სწავლების ცენტრის დირექტორია:

„შარიათის დაკანონების მოწინააღმდეგეთა რიცხვი რეგიონში ძალზე დაბალია. უმეტეს ქვეყნებში შარიათის კანონს მხარს არაერთგვაროვნად უჭერენ. თუმც,  ეგვიპტეში ეს რიცხვი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა.“

ადელ ისკანდერი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში თანამედროვე არაბულ  მეცნიერებათა ცენტრის თანამშრომელია:

„პოლიტიკური ისლამი ახლო აღმოსავლეთში სამართავ იარაღს წარმოადგენს, რადგან იგი ავსებს ნაციონალისტური პოლიტიკის სიცარიელეს და წარმატებული და ორგანიზებული შედეგები მოაქვს.“

ისკანდერი იქვე დასძენს, რომ შეერთებული შტატები ეგვიპტეში მოვლენების განვითარებას დაელოდება:

„ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება ის პოლიტიკა, რაც ორმხრივ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული და სუვერენიტეტის დაცვის ფარგლებს არ გასცდება. ამიტომ, ეს ცვლილება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანი ფაზა იქნება.“

მოჰამედ მორსისთვის ეგვიპტის პრეზიდენტობის მისალოც მიმართვაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავაც მხარს დაუჭერს ეგვიპტის დემოკრატიული გზით განვითარებას. ვაშინგტონი, ასევე, შეეცდება ეგვიპტელებს რევოლუციის დანაპირების შესრულებაში დაეხმაროს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.