შაბათი, 19 აპრილი, 2014

აშშ

დამატებითი სანქციები ირანზე

ირანზე ზეწოლა იზრდება

x
ტექსტის ზომა - +
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ირანისთვის განკუთვნილი ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტი განიხილა. 421 ხმით
6-ის წინააღმდეგ სანქციები ხანგრძლივი დებატების გარეშე დამტკიცდა.
 
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ილეანა როს-ლეტინენი, ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორი გახლავთ. ის აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ თეირანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკიდურესად პოლარიზებული ამერიკელი პოლიტიკოსები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ.
 
„ამ ორპარტიული, ორპალატიანი შეთანხმების მიზანია რეჟიმს მარწუხი კიდევ უფრო მოვუჭიროთ, იმაზე მეტად, ვიდრე ეს როდესმე გაკეთებულა“ - ამბობს ის. 

აუდიო: დამატებითი სანქციები ირანზე
აუდიო: დამატებითი სანქციები ირანზეi
|| 0:00:00
...
 
🔇
X


ახალი კანონის მიხედვით, შავ სიაში აღმოჩნდება ყველა ის კომპანია,  რომელიც ირანს ურანის მოპოვებაში ხელს უწყობს, ვინც ქვეყანას ნავთობ-ტანკერებით, ან ტვირთის დაზღვევით უზრუნველყოფს. კანონი ირანს ნავთობმრეწველობიდან შემოსული თანხების გადაადგილებაშიც შეუშლის ხელს. ის არამარტო ნავთობის ექსპორტს, არამედ ბუნებრივი გაზის სექტორსაც მძიმედ დაარტყამს. საბოლოო ჯამში ვარაუდობენ, რომ სანქციების ამუშავების შემდეგ ქვეყანას შემოსავალი 80 პროცენტით შეუმცირდება.
 
ირანის ბირთვული პროგრამების შეზღუდვაში მთელი დასავლეთი ერთსულოვანია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიჩნევს, რომ თეირანისთვის ნავთობის ინდუსტრიიდან შემოსული მოგების შემცირება ატომური იარაღის შექმნაში ხელის შეშლის ერთადერთი გზაა. ირანი კვლავ აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამები სამშვიდობო ხასიათისაა და ის იარაღის წარმოებას მიზნად არ ისახავს.
 
ახალი კანონის დამტკიცება, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ პირველ აგვისტოს მიიღო, დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის მართლაც შესაშური ერთსულოვნებით აღინიშნა. თუმცა, მათ შორის ორი ძლიერი ხმა გამოიკვეთა. ესენი იყვნენ დემოკრატი დენის კუსინიჩი ოჰაიოს შტატიდან და რესპუბლიკელი რონ პოლი ტეხასიდან. რონ პოლის განცხადებით, სანქციები მას წინასაომარ სამზადისს აგონებს და ეს ყოველივე მისთვის კარგად ნაცნობი ნაბიჯებია.
 
სიტუაცია ძალიან გავს ერაყში ომის დაწყებამდე მიმდინარე მოვლენებს,  ბოლო ათწლეულის დასაწყისის საომარ სამზადისს. ამ დროს ერაყიდან არანაირი საფრთხე არ მოდიოდა. ახლაც იგივეს ვაკეთებთ, კვლავ საომარი დაფდაფების ხმა მესმის“ - განაცხადა მან.
 
ორივე წარმომადგენელმა, რონ პოლმა და დენის კუსინიჩმა ხაზი გასუვეს იმ გარემოებას, რომ ახალი სანქციები მთავრობაზე მეტად მდგომარეობას ირანელ ხალხს გაურთულებს და რომ შეერთებული შტატები ამ ნაბიჯით ომის გზაზე დგება.
 
დემოკრატი ჰოვარდ ბერმანი კალიფორნიის შტატიდან მათ  კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს არამარტო ამერიკის მოსაზრებაა, არამედ - საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს შეშფოთების საგანიც.
 
ეს არ არის შემდეგი ნაბიჯი ომისკენ, პირიქით - ომის ალტერნატივაა. ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ბევრისთვის ეს ყოვლად მიუღებელია. მრავალ მიზეზთა შორის ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შეწყვეტის საფრთხეც არის“ - აღნიშნავს ის.
 
წარმომადგენელთა პალატაში სანქციების დამტკიცებას ერთი დღით ადრე პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება უძღოდა წინ. პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულებით, რომელსაც შემდგომი დამტკიცება არ სჭირდება, ირანზე კიდევ უფრო მკაცრი დამატებითი სანქციები დაწესდა. მათი სამიზნე კვლავ ირანის ნავთობმრეწველობა და ორი უცხოური ბანკია, რომლებიც ირანის ინტერესებს ემსახურებოდნენ.
 
თეთრი სახლის განცხადებით, ირანს ჯერ კიდევ აქვს დრო საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარების და საერთაშორისო ვალდებულებების წარმატებით შესრულებისთვის. და თუკი ეს ასე არ მოხდა, დასავლეთი თეირანზე წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.
Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 18 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ჰოლივუდში აუქციონზე მერლინ მონროს საყურეებია გატანილი; მომავლის მანქანები - შესაძლებელია თუ არა, რომ ავტომანქანებმა საკუთარი თავი მძღოლის გარეშე მართონ? ვიზუალური ეფექტების ინდუსტრია იმდენად ვითარდება, რომ მალე მან შეიძლება კინოინდუსტრია ძირეულად შეცვალოს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 11 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ვაშინგტონიდან დანახული სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში; როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავი? სონორას უნიკალური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს უდაბნოს გაცნობის საშუალებას აძლევს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 5 აპრილი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რა კავშირია ლონდონის ეკონომიკასა და რუს ოლიგარქებს შორის? ამერიკელების რეკორდული რაოდენობა საცხოვრებლად ქალაქებში გადადის და მანქანის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს... ინდუსტია, რომელმაც შარშან ამერიკაში ორი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი გაყიდა...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.