ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა


შეერთებული შტატები ბრიუსელის ნაბიჯს მიესალმება

ირანი აცნობიერებს, რომ ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთის მიერ მასზე დაწესებული სანქციები უკიდურესად მკაცრდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ევროკავშირი ირანული ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას იწყებს. გუშინ ტელევიზიით გამოსვლისას, ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ რეზა რაჰიმიმ განაცხადა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა „უმკაცრესი“ სანქციები უსამართლოდ დააწესეს. მან ირანელებს ამ პრობლემის დასაძლევად მთავრობისთვის დახმარება სთხოვა.

ევროკავშირმა სანქციების გამკაცრებასთან ერთად, სხვა ქვეყნებში ირანული ნავთობის გადაზიდვებზე ევროპული დაზღვევაც აკრძალა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციები ეს არის „არსებითი დამატებითი ვალდებულება“, რომელიც დიპლომატიური სტრატეგიის ნაწილია. ამის მიზანი კი ირანის მიერ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაა.
XS
SM
MD
LG