კვირა, 26 მაისი, 2013

აშშ

ჯო ბაიდენი - ბარაკ ობამას საყრდენი

უბრალო წარმომავლობა ვიცე-პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური სიმდიდრეა

ტექსტის ზომა - +
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტ ობამასთან ერთად, გაწეული სამუშოს შედეგებს აჯამებს. პრეზიდენტი ობამაც თავის საარჩევნო კამპანიაში ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის შეცვლას არ გეგმავს და ისინი კვლავ ერთად წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე. დეტალებს ჯო ბაიდენის ფაქტორის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კენტ კლეინი არკვევდა.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონის და ეკონომიკური პრობლემების გამო, პრეზიდენტ ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაც ეკონომიკურ პრობლემებზეა კონცენტრირებული, ამდენად მისი ყურადღება საშუალო ფენაზე და მუშათა კლასზეა კონცენტრირებული.

პრეზიდენტი ობამა საშუალო ფენისთვის გადასახადების შემცირებას ითხოვს.  რესპუბლიკელთა კანდიდატი მიტ რომნი კი, ეკონომიკის გაჯანსაღებას ბიზნესებისთვის გადასახადების შეკვეცაში ხედავს. ამაზე კომენტარი გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. 

„რა სიახლეა მათ გეგმაში? ეს არ არის სიახლე. ეს არ არის სამართლიანი და ვისაც ამ გეგმის განხორციელებისთვის საფასურის გადახდა მოუწევს, ეს იქნება საშუალო ფენა და ღარიბი მუშათა კლასი,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სენტ ლუისის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ჯოილ გოლდსტეინი ამბობს, რომ ბაიდენმა საშუალო ფენისადმი მიმართვა საგრძობლად დახვეწა.

„პრეზიდენტის მიზანი მუშათა კლასთან, საშუალო ფენასთან ურთიერთობაა, რომლებიც დემოკრატების ამომრჩევლები არიან, რომლებიც 2008 წელს უფრო მეტად იმჟამინდელი სენატორის ჰილარი კლინტონის მხარეს იხრებოდნენ,“ - იხსენებს გოლდსტეინი.

დემოკრატები ხშირად ახსენებენ ჯო ბაიდენის უბრალო წარმომავლობას. ის პენსილვანიის შტატის სამრწველო ქალაქ სკრანტონში დაიბადა. მამა ხშირად უმუშევარი იყო. როდესაც ათი წლის იყო, მამამისი სამუშაოდ დელავერის ქალაქ ვილმინგტონში გადავიდა. გოლდსტეინი ამბობს, რომ ბაიდენს საკუთარი წარსული უადვილებს საშუალო ფენასთან და მშრომელ კლასთან ურთიერთობას. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას ადვილად შეუძლია, ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახებთან ურთიერთობა და ეს კარგად გამოჩნდა მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში ბაიდენის გამოსვლის დროს.

„მე ვსაუბრობ ხანგრძლივი გზის შესახებ. ეს ხანგრძლივი გზა კი შესაძლაო კიბეებზე ასვლა და შვილის საძინებელში შესვლა იყოს, როდესაც ბავშვს ეუბნები - იცი ძვირფასო, შენ მომავალ წელს სიმღერის გუნდში ვეღარ ივლი. შენ ამ ლიგაში ვეღარ ითამაშებ, რადგან სამსახურები დავკარგეთ და ბანკი გვეუბნება, რომ ამ სახლში ვეღარ ვიცხოვრებთ. თქვენ იცნობთ და იცით ეს ადამიანები, ვისაც ეს გზა გაუვლია. “

ვირჯინიაში გამოსვლისას ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა რესპუბლიკელების ფავორიტი მიტ რომნის ეკონომიკური პოლიტიკა და ის აფროამერიკელების და სხვების დამონების მცდელობად შეაფასა. ანალიტიკოსი გოლდსტეინი ამბობს, რომ ბაიდენის მცირე შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ ამ გზავნილით მან ობამას კამპანიის მთავარი კურსიდან მცირედით გადაუხვია. თუმცა, ბაიდენი ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში პრეზიდენტის მთავარი ძალაა, რომლის მიზანსაც ქვეყნის მასშტაბით მშრომელ ძალასთან და საშუალო ფენასთან ურთიერთობის გაადვილება წარმოადგენს.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.