ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ვიზიტი თურქეთსა და საბერძნეთში


ბაიდენის ვიზიტი თურქეთსა და საბერძნეთში
ბაიდენის ვიზიტი თურქეთსა და საბერძნეთში

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კვირის ბოლოს თურქეთსა და საბერძნეთში გაემგზავრება. თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე პრეზიდენტის შეხვედრები თურქეთში დაიწყება.

პარასკევს ის თურქეთის პრემიერ მინისტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. ლიდერები ტერორისტული ჯგუფი-ქურთისტანის მუშათა პარტიის, წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას და ამერიკასა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

შაბათს ბაიდენი სტამბოლში დაგეგმილ მეწარმეთა გლობალურ სამიტზე გამოვა სიტყვით. ორშაბათს ის საბერძნეთში გაემგზავრება და პრეზიდენტ კარლოს პაპულიასს შეხვდება. ვიზიტის დანიშნულება ამერიკის მხრიდან საბერძნეთის მხარდაჭერის დადასტურება იქნება.

XS
SM
MD
LG