სამშაბათი, 04 აგვისტო, 2015

ახალი ამბები

შიდსთან ბრძოლის კონფერენცია დასრულდა

ვაშინგტონში 20 ათასი დელეგატი ერთი კვირის მანძილზე მუშაობდა

x
ვაშინგტონში შიდსის საკითხზე მიძღვნილი მე-19 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ოცი ათასი  დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში შიდსის პრობლემას იხილავდა. კონფერენციაში მაღალი დონის პოლიტიკოსები და შიდსის საკითხზე მომუშავე მეცნიერები მონაწილეობდნენ.

დღის წესრიგის მთავარი თემა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსება იყო. კონფერენციის მონაწილეებს დასკვნით დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიმართა. მისი თქმით, ჯერჯერობით კვლავ პრობლემურია ინფიცირებული ორსული ქალების და დედების მკურნალობის დაფინანსების საკითხი.  შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სფეროს 2015 წლისთვის 80 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 2 აგვისტო, 2015

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: იაპონელები ოკინავას კუნძულზე ამერიკული ბაზის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან; 50 წლის წინ მიტოვებული მიწისქვეშა გვირაბები მალე შეიძლება ვაშინგტონის კულტურულ ცენტრად იქცეს; დარჩით ჩვენთან და გაიგეთ რა მარტივი მეთოდით შეიძლება სტრესის და დაძაბულობის მოხსნა.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.