ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

23 ათასზე მეტი ადამიანი ვაშინგტონში შიდსის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

მეოთხე დღეა, რაც 23 ათასზე მეტი ადამიანი ვაშინგტონში შიდსის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, რომლის მთავარი თემაც დაავადების მასშტაბები და მისგან შესაძლო განკურნებაა.

ექვსდღიან ღონისძიებას დიპლომატები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და გამოჩენილი ადამიანები ესწრებიან.

სამშაბათს, შიდსის მკვლევარმა, ესპანელმა ხავიერ მარტინეს-პიკადომ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მეცნიერები შიდსისგან განკურნების ორ ძირითად გზას განიხილავენ - ადამიანის სხეულიდან ვირუსის აღმოფხვრას ან ორგანიზმის შეგუებას ვირუსის კონტროლის მიზნით.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივნის თანაშემწის, ჰოვარდ კოჰის თქმით, ამერიკა იმედოვნებს, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე აი-ვით ინფიცირებულთა რიცხვი 25 პროცენტით შემცირდება.
XS
SM
MD
LG