ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


გაეროს დამკვირვებლთა ჯგუფმა ადგილზე დაკვირვებისას არტილერიის და მძიმე ტექნიკის კვალი ვერ აღმოაჩინა

გაეროს დამკვირვებლები სირიის ერთერთ სოფელში ხუთშაბათს 150 ადამიანის მკვლელობის ფაქტს იძიებენ. მათი განცხადებით, თავდამსხმელებმა შეტევა მიზანმიმართულად რეჟიმის მოწინააღმდეგეთა საცხოვრებელ სახლებზე განახორციელეს.

სოფელ ტრემსეში ჩასულმა გაეროს დამკვირვებლთა ჯგუფმა ადგილზე დაკვირვებისას, არტილერიის და მძიმე ტექნიკის კვალი ვერ აღმოაჩინა. მათ ვერც დაღუპულთა რაოდენობის გადამოწმება შეძლეს.

პარასკევს გაეროს ელჩმა კოფი ანანმა სისხლისღვრაში ასადის სამხედრო ძალები დაადანაშაულა. სირიის სახელმწიფო ტელევიზია კი ამ ფაქტის პასუხისმგებლობას ტერორისტებს აკისრებს.

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ შაბათს ანტი-სამთავრობო მოძრაობის საწინააღმდეგოდ განხორციელებული შეტევის შედეგად, სირიის სამხრეთ ნაწილში 31 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG