ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოება ასადისგან პასუხს ითხოვს


„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, სირიამ ქიმიური იარაღის არსენალის საცავებიდან გადატანა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება სირიის ხელისუფლებას პასუხს მოთხოვს, თუკი ოფიციალური დამასკო ვერ უზრუნველყოფს სირიის ქიმიური იარაღის რესერვების უსაფრთხოებას.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ვაშინგტონმა არაერთხელ გააფრთხილა სირია და მოუწოდა ქიმიური იარაღის უსაფრთხოება დაეცვა.

ნულანდმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ დაწერა, რომ სირიამ ქიმიური იარაღის არსენალის საცავებიდან გადატანა დაიწყო. ამავე პუბლიკაციაში, ციტირებულია ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომელთა თანახმად სირიამ შესაძლოა ეს იარაღი მეამბოხეების ან მშვიდობიანი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG