ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვალერი ამოსი სირიაში ჩავა


7일 시리아 알레포시에서 반군측 병사가 한 소년에게 수색 중인 인물의 인상착의를 묻고 있다.
7일 시리아 알레포시에서 반군측 병사가 한 소년에게 수색 중인 인물의 인상착의를 묻고 있다.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინატორი მშვიდობიანი მოსახლეობისა და დევნილების მდგომარეობას შეაფასებს

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი ვალერი ამოსი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირას სირიასა და ლიბანში იმოგზაურებს და შეხვედრებში სირიის კოფნლიქტისას დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაზრდის საკითხებს განიხილავს.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას, რომელიც სამშაბათს დაიწყება, ამოსი შეეცდება სირიაში არსებული მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის მიმდინარეობა და ამ ვითარების გავლენა განიხილოს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ სირიაში ან მეზობელ ქვეყნებში აფარებენ თავს.

კვირას, არაბული ლიგის ინიციატივით საუდის არაბეთში ლიგის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმებოდა, რომელზეც გაეროს საგანგებო ელჩის, კოფი ანანის შემცვლელის ვინაობა უნდა განეხილათ.

უკანასკნელი ინფორმაციით, არაბული ლიგა არ აკონკრეტებს შეხვედრის გადადების მიზეზებს და არც იმას იტყობინება, თუ როდისთვის დაინიშნება მომავალი სხდომა.
XS
SM
MD
LG