ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვაში ადანაშაულებს


18 აპრილს, რუსეთმა უკრაინული ძალები, რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, სამედიცინო დაწესებულებების არაერთხელ დაბომბვაში დაადანაშაულა. მოსკოვი აცხადებს, რომ კიევმა ეს დასავლური იარაღით გააკეთა, ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), მომხდარზე თვალი დახუჭა.

აღნიშნულზე, უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარი არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებულა.

ბრალდება წამოაყენა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, არაერთხელ ამოიღო სამიზნეში სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები, უკრაინის ოთხ რეგიონში, რომელთა უკანონო ოკუპაციას რუსეთი ახორციელებს და აცხადებს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილია.

ზახაროვამ, ბოლო თვეების თავდასხმების თარიღები და ადგილები ჩამოთვალა და თქვა, რომ იგივე ინფორმაცია მიაწოდეს ჯანმო-ს, რომელსაც, მისი თქმით, არაფერი გაუკეთებია.

"კიევის მიერ, დასავლეთისგან მიწოდებული იარაღით დაბომბვის შედეგად, ნამდვილი ექიმები იღუპებიან", - თქვა ზახაროვამ.

XS
SM
MD
LG