ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიადა სრულდება


შეერთებული შტატები მოპოვებული ოქროს და მედლების საერთო რაოდენობით პირველ ადგილზეა

ლონდონის ოლიმპიადა დასასრულს მიუახლოვდა. ერთ-ერთ უკანასკნელ შეჯიბრზე უგანდელმა შტეფან კიროტიჩმა ყველასთვის მოულოდნელად მამაკაცთა მარათონი მოიგო. მან კენიელ და ეთიოპიელ ფავორიტებს დიდი უპირატესობით გაასწრო და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ამერიკელი კალათბურთელები ფინალში ესპანეთის ნაკრებს ხვდებიან. 2008 წელს პეკინში გამართულ ფინალზე შეერთებული შტატების ნაკრებმა ესპანელები ანგარიშით 118-ით 107 დაამარცხა.

მოპოვებული ოქროს და მედლების საერთო რაოდენობით ამერიკა პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა. დიდი ბრიტანეთი ოქროს მედლებით რუსეთს უსწრებს, თუმცა რუსი სპორცმენები მედლების საერთო რაოდენობით მესამე ადგილს ინარჩუნებენ.

ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალში რამდენიმე ცნობილი ბრიტანელი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან: ელტონ ჯონი, ადელი, ჯორჯ მაიკლი, ანი ლენოქსი და სხვები. მომავალი ოლიმპიადა ბრაზილიაში გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, ისინი შეეცდებიან რიო დე ჟანეიროსთვის დამახასიათებელი საკარნავალო განწყობა შექმნან, ბარაბნებით, სამბებით და საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეებით.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG