ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური დღიური


2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები 12 აგვისტოს დაიხურება

ბრიტანელი სპორტსმენი რომელიც ნიჩბიანი ნავით 200 მეტრის დისტანციაზე სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა და რომელსაც ზედმეტსახელად „წყლის უსეინ ბოლტი“ შეარქვეს დღეს ოქროს მედალი 36 წამში მოიპოვა. ედ მაქივერმა ზედმეტსახელი უპრეცედენტოდ მოკლე დროში აღებული მედლით გაამართლა. ესპანელი საულ კრავიოთო რივერომ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ხვალ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი ათლეტი გუორ მარიალი რომელიც წარმოშობით ახლად შექმნილი სამხრეთ სუდანის სახელმწფოდან არის, თუმცა მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია. მას არც ამერიკის მოქალაქეობა აქვს, სადაც იგი მუდმივი რეზიდენტის, ე.წ. მწვანე ბარათის სტატუსით სარგებლობს.

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 12 აგვისტოს დაიხურება. დასკვნით საზეიმო ღონისძიებაზე ბრიტანული პოპ მუსიკის ლეგენდები-ენი ლენოქსი, სპაის გერლზი და ჯორჯ მაიქლი გამოვლენ.
XS
SM
MD
LG