ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმონ პერესი “საუკუნის ერთ-ერთი ბუმბერაზი” - ბარაკ ობამა


პრეზიდენტმა ობამამ შიმონ პერესს “მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ბუმბერაზი” უწოდა. ისრაელის ყოფილი ლიდერის დაკრძალვაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პერესი ისეთ ლიდერებთან ერთად მოიხსენია, როგორიცაა ნელსონ მანდელა და ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი.

ობამას თქმით, ამერიკა და ისრაელი “ჯიუტი იდეალისტების და მებრძოლი იმიგრანტების აშენებულია”. ამერიკის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზგასმით ისაუბრა შიმონ პერესის წვლილზე ისრაელელებს და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. დაკრძალვას პალესტინელთა ლიდერი, მაჰმუდ აბასიც ესწრებოდა, რომელიც 5 წელიწადზე მეტია ისრაელში არ ყოფილა. მან ხელი ჩამოართვა და პირადად მიუსამძიმრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

XS
SM
MD
LG