ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი შიმონ პერესი. ის 93 წლის იყო. პერესი ისრაელის მთელი არსებობის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის საჯარო სამსახურში იყო.

ორი კვირის წინ პერესს ინფარქტი დაემართა და ის გუშინ თელ ჰაშომერის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გრძელი და წარმატებული კარიერის განმავლობაშიმას, მას ისრაელის თითქმის ყველა საკვანძო პოლიტიკური პოზიცია ეკავა. ის იყო პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი და ორჯერ პრემიერ მინისტრი. ამასთან, ის ისრაელის პარლამენტის ყველაზე გრძელვადიანი წევრი იყო - ქნესეტში მან 48 წელი იმსახურა.

სამძიმრის გამოთქმისას, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ პერესი ყოველთვის უბიძგებდა ადამიანებს საკუთარი თავის მიმართ მეტად მომთხოვნი ყოფილიყვნენ. ამასთან, სხვა არავის გაუკეთებია იმდენი ამერიკა-ისრაელის დაახლოების მიმართულებით, რამდენიც პერესმა გააკეთა.

XS
SM
MD
LG