ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ჯანდაცვის რეფორმა უზენაეს სასამართლოში განიხილება


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ შემუშავებული ჯანდაცვის წინააღმდეგობრივი რეფორმის დაკანონებიდან 2 წელი გავიდა. ორშაბათს ამ კანონს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო განიხილავს. სასამართლოს წინაშე იმ 26 შტატის ადვოკატები წარსდგებიან, რომელთაც კანონი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ. კანონის თანახმად ყოველი ამერიკელი ვალდებული იქნება შეიძინოს სამედიცინო დაზღვევა. ამ კანონის ოპონენტები მიიჩნვენ, რომ ეს არღვევს ადამიანის პირად უფლებებს. სასამართლო მოსმენები სამი დღე გაგრძელდება, რომლის დროსაც მოსაზრებებს 9 მოსამართლე მოისმენს.

XS
SM
MD
LG