ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: რუსეთი ძალას სცემს პატივს და ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ


ბირთვულ და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამი წლის წინ დადებული ხელშეკრულების შეჩერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების კიდევ ერთი ნიშანია.

ისინი სისუსტეებს ეძებენ, გარღვევას, უთანხმოებას. ცდილობენ რეგიონში საკუთარი გავლენა გაავრცელონ, ინტეგრაციის პროცესი შეანელონ.
დეიმონ უილსონი

რუსეთმა ცოტა ხნის წინ ბირთვული შესაძლებლობების მქონე “ისკანდერის” ტიპის სარაკეტო სისტემების კალინინგრადში განალაგა. კრემლმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ რუტინული სამხედრო მოქმედება იყო. კალინინგრადი პოლონეთსა და ლიტვას ესაზღვრება. ასეთ ფიზიკური სიახლოვის გამო, ორივე ქვეყანა, რომლებიც ნატოს წევრები არიან, აცხადებს, რომ “ისკანდერების” კალინინგრადში განლაგებას გააპროტესტებს.

ვაშინგტონში ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ მოსკოვის მოქმედებები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ამბობს:

ბატონ პუტინს სურს ის ძლიერ ლიდერად გამოჩნდეს, მაგრამ ის ასევე პატივს სცემს ძლიერ პოზიციას. ის პატივს სცემს ძალის დემონსტრირებას. ჩვენ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ.
ანდერს ფოგ რასმუსენი

“ისინი სისუსტეებს ეძებენ, გარღვევას, უთანხმოებას. ცდილობენ რეგიონში საკუთარი გავლენა გაავრცელონ, ინტეგრაციის პროცესი შეანელონ. ჩემი აზრით, განგაშის ზარი უნდა იყოს ის, რომ მოსკოვი იმაზე ფიქრობს, რომ ბალკანეთის ქვეყნებისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული მოდელი რეალური ალტერნატივაა.”

ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ რუსეთმა როლი შეიცვალა და სტრატეგიული პარტნიორიდან სტრატეგიული მოწინააღმდეგის პოზიციაზე გადავიდა. მისი თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ევროპაში სრულიად ახალი გარემო შექმნა და ევროპას ამ ცვლილებისთვის თავის გართმევა უწევს:

“ჩვენ რუსეთთან მკაცრი პოზიცია უნდა შევინარჩუნოთ. ბატონ პუტინს სურს ის ძლიერ ლიდერად გამოჩნდეს, მაგრამ ის ასევე პატივს სცემს ძლიერ პოზიციას. ის პატივს სცემს ძალის დემონსტრირებას. ჩვენ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ,” განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს მომავალი პოზიცია შესაძლოა ამერიკის არჩევნების შედეგებს დაუკავშირდეს. რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ნატოს წევრების დაცვამდე მათ გარკვეულ პირობებს წაუყენებს. ერთ-ერთი ასეთი პირობა კი წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტის დახარჯვა იქნება.

დემოკრატი ჰილარი კლინტონი კი პირობას დებს, რომ ის ნატოს გვერდით დადგება. მისი თქმით, ამ თანადგომის გამოჩენის გარეშე ამერიკა “საშიშ პრეცედენტს” შექმნის.

XS
SM
MD
LG