ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვს უკრაინა არ ეთმობა


უკრაინელები ევროკავშირის წევრობისთვის ემზადებიან

რუსეთსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია, უკრაინის აღმოსავლეთიდან -დასავლეთის მიმართულების გამო. ეს ომი უკრაინის მომავალს უკავშირდება. ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან მოგვითხრობს.

პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინას აფრთხილებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში შესვლა მათი ეკონომიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობარი, კიევში არსებული ბილბორდებით ღიად ეუბნება უკრაინას, რომ, ევროკავშირში შესვლა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ნიშნავს.

შოკოლადის ფირფიტიდან დაწყებული ყველა სხვა უკრაინული პროდუქტი რუსეთის საზღვარს გადის, რომელიც უკრაინის დიდი სავაჭრო პარტნიორია.
კრემლმა უკვე გააცნობიერა ის ფაქტი, რომ საუკუნეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის კულტურის და რელიგიის აკვანი იყო, და ახლა შესაძლოა დადგა მომენტი, როდესაც საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი და მოსკოვური ორბიტა დატოვოს.

მოსკოვის გაზეთის „ვედომოსტის“ მთავარი რედაქტორი მაქსიმ ტრუდალუბოვი ამბობს,რომ თუკი უკრაინა ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს, კრემლი რეპრესიებს დაიწყებს.

მაქსიმ ტრუდალუბოვი: რაც ჩანს, ის არის რომ კრემლი ძალიან მტკიცე იქნება უკრაინასთან მიმართებაში. მათ უამრავი რამ შეიძლება გააკეთონ მათ წინააღმდეგ. უამრავი საშინელი რამ. თუმცა მეორეს მხრივ, შორეული პერსპექტივიდან, კრემლის ინტერესში რა თქმა უნდა არ შედის ის რომ უკრაინას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

წინასწარ ცნობილია, რომ ვილნიუსის სამიტზე, საბჭოთა კავშირის ყოფილი ოთხი რესპუბლიკა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ახდენს.

მხოლოდ სომხეთმა მიიღო უსიტყვოდ რუსეთის პირობა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა, რომელიც კონკურენტი ორგანიზაციაა, მოსკოვის ადმინისტრირების ქვეშ იმყოფება. დანარჩენი სამი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გადაწყვეტილებას არ ცვლიან და ვილნიუსის სამიტისთვის ემზადებიან.

ყველაზე დიდი ჯილდო უკრაინაა, რომელიც რუსეთის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი და დიდი ქვეყანაა.

კრემლის ინტერესების დამცველი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „პოლონური იმპერიალიზმის“ ევროკავშირის მიმართ ზეწოლა უკრაინის ევროგაერთიანებაში მიღებას უწყობს ხელს. ისინი ასევე ამერიკას ადანაშაულებენ ევროკავშირის გამოყენებაში, რომელიც მათი აზრით, რუსეთსა და მის ისტორიულ სლავ ძმას, უკრაინას შორის უთანხმოების ჩამოგდებას უწყობს ხელს.

რუსეთის სტრატეგიული სწავლების ინსტიტუტის ანალიტიკოსი სერგეი მიხაილოვი, აცხადებს, რომ ევროკავშირი საიმისოდ ძალიან გაკოტრებულია, რომ უკრაინას და მოლდოვას ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმაროს.

სერგეი მიხაილოვი: ახალი ქვეყნები რისკის ქვეშ არიან, და მეორე კლასის წევრები ხდებიან, ისეთი როგორიცაა ბულგარეთი და რუმინეთი.

ზეწოლას თავის შედეგი აქვს. უკრაინის პარლამენტმა სამჯერ გადაწია კანონის მიღება, რომლის მიღებას ევროკავშირი ითხოვდა. დაძაბულობა მოსალოდნელია რომ ისევ გამწვავდეს 28 ნოემბერს, ლიტვაში ევროკავშირის სამიტის გახსნის დღეს.

პოლიტიკოსების ნაწილი და საზოგადოების აზრი უკრაინის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით ერთიანია. გამოკითხული მოსახლეობის 45% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. მოსკოვში დაფუძნებულ ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რაოდენობა ევროკავშირში შესვლის მომხრეთა რაოდენობას სამჯერ ჩამოუვარდება.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი უკრაინის ევროპაში შესვლას პოზიტიურ და ჩვეულებრივ ნაბიჯად აფასებს.

დიმიტრი ტრენინი: ეს იქნება მნიშვნელოვანი იმპულსი მოდერნიზაციისთვის, არამხოლოდ ეკონომიკისთვის, პოლიტიკური თუ სამართლებრივი სისტემისთვის, ასევე საზოგადოებებისთვის. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პოზიტიური ბალანსია.

დაახლოებით 16 თვეში უკრაინა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ევროგაერთიანებაში შესვლის მომხრეთა რაოდენობის გაზრდის პარალელურად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი მეორე საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ მაშინ მოიგებს, თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. იანუკოვიჩი კი ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს, რომ რუსეთიდან ეკონომიკურ გამოწვევებს მომზადებული დახვდეს. ამ წელს უკრაინის მეორე, ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა.
გასულ კვირას, უკრაინამ რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე წლის ბოლომდე უარი განაცხადა. ეს შესაძლოა თბილი ამინდითაც არის გამოწვეული, ან შეიძლება ბუნებრივი აირის ახალი სისტემით, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ბუნებრივი აირი ევროპიდან მიიღოს. მოსკოვში სერგეი მიხაილოვი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობას არჩევნების წინა დღეს არჩევნებში მონაწილე კონკურენტების მდგომარეობას ადარებს.

მისი განცხადებით, ეს ფსიქოლოგიური დაძაბულობაა. თუკი შეთანხმებას მართლა მოეწერა ხელი ვილნიუსში, რუსეთი და უკრაინა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

ევროკავშირის ელჩი რუსეთში, ლიტველი, ვიგაუდას უშაშკასი ამბობს რომ ეს რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნება.

ვიგაუდას უშაშკასი: ამას ძლიერი გავლენა ექნება რუსეთზეც, რომელიც უკრაინის ყველაზე ახლო მეზობელია, ეს იქნება დაახლოვება ევროპულ ღირებულებებთან, მმართველობასთან, ფინანსებთან, ეკონომიკურ დივერსიფიკაციასთან.

უახლოეს მომავალში გაირკვევა საით მიდის უკრაინა: დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ.
XS
SM
MD
LG