ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დნესტრისპირეთისთვის იბრძვის


დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთთან თანაცხოვრების მომხრეა, მოლდოვა კი ევროკავშირის წევრობისთვის ემზადება

ბმული

მოლდოვა და უკრაინა, საბჭოთა კავშირის ყოფილი ორი რესპუბლიკა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებიან. თუმცა როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს, გაერთიანების გზაზე არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა, მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის - დნესტრისპირეთის სახით, რომელიც ამ ქვეყნის შემადგენლობიდან გავიდა და რუსეთის დიდი ინტერესების ობიექტს წარმოადგენს.

დნესტრისპირეთი რუსეთს ჰგავს.

ადგილობრივი ხელისუფლების საბჭოს შენობის წინ ისევ დგას ვლადიმერ ლენინის ძეგლი.

რეგიონის დროშაზე კი ძველი საბჭოური სიმბოლიკაა გამოსახული.
მთავარ მოედანზე სამეფო გენერლის სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი მცხოვრები მოდის.

გასულ თვეს როდესაც, რუსეთის პატრიარქი კირილი მოსკოვიდან აქ მონასტრის მოსანახულებლად ჩამოვიდა, დნესტრისპირეთის მოსახელობამ მისი ვიზიტი ნამდვილ სახალხო ზეიმად აქცია.

როგორც ადგილობრივი წარმოების არყის ბოთლზეა გამოსახული, დნესტრისპირეთი მოლდოვასა და უკრაინას შორის, საკმაოდ დიდ მანძილზე გადაჭიმული ტერიტორიაა.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლეანკა ამბობს, რომ დნესტრისპირეთი სეპარატისტული რეგიონია.

იური ლეანკა: სამწუხაროდ ამ კონფლიქტის საკითხი მოგვარებული ისევ არ არის, რაც მოლდოვასთვის ნამდვილად საგულისხმოა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ჭრილობა, საიდანაც სისხლი ისევ მოდის.

თუმცა დნესტრისპირეთში, რუსულენოვანი მოსახლეობა ამბობს, რომ ოცი წლის წინ ისინი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, რომ რუმინულენოვან მოლდოვას გამოყოფოდნენ.

სასტუმრო „როსიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონის ყოფილი ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ იასტერბჩაკი რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ვლადიმერ იასტერბჩაკი: 20 წელზე მეტია რუსეთი ნამდვილად არის მათი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე. ანუ თითქმის იმდენი წელი, რაც დნესტრისპირეთმა საკუთარი სუვერენიტეტი მოიპოვა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ვიცე-პრემიერი მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლება გააფრთხილა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა დნესტრისპირეთის ავტონომიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

დიმიტრი როგოზინი: თუკი მოლდოვას მხარეს გადაწყვეტილებების მიღება დნესტრისპირეთის ერთი სანაპიროს გარეშე სურთ ეს საკმაო რისკს შეიცავს. ამიტომაც დგანან რუსი მშვიდობისმყოფელები დნესტრისპირეთში.

მოსკოვი შეშფოთებულია ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილი სამიტის გამო, სადაც მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. დნესტრისპირეთის ჟურნალისტი ერნესტ ვარდანიანი ამ თემაზე საუბრობს.

ერნესტ ვარდანიანი: თუკი ევროკავშირთან უკრაინა წევრობის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს ვილნიუსში და ამის შემდეგ მოლდოვაც ამ გზას გაიმეორებს, მოსალოდნელია რომ დნესტრისპირეთში სიტუაცია გართულდეს, და რეგიონზე ზეწოლა გაიზარდოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დნესტრისპირეთის მოსახლეობის ნაწილი სამუშაოდ რუსეთში, ნაწილი კი ევროპაში გაემგზავრა.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ განვითარებას შეუძლია ქვეყანაში ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი გააერთიანოს, რომელთაც ახლა მდინარე დნესტრი ყოფს.

იური ლეანკა: ჩვენ გსურს, მდინარის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ ადამიანებს ვანახოთ, რომ მოლდოვას აქვს პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საშუალება რითაც დნესტრისპირეთის მოსახლეობის დაინტერესებას შევძლებთ. რამდენიმე წლის წინ, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გზა ისეთივე ცუდი იყო როგორც მარცხენაზე, ასევე დიდი იყო მიგრანტთა რაოდენობაც მდინარის ორივე სანაპიროზე, არც სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემა არსებობდა.

თუმცა ამ დროისთვის როგორც ჩანს, დნესტრისპირეთი მაინც კმაყოფილია რუსეთთან თანაცხოვრებით, და გამოიყურება, როგორც ცენტრალურ ევროპაში დაკარგული რუსეთის ერთ-ერთი კოლონია.
XS
SM
MD
LG