ალასანია: "ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგება"
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების პირას დგება. თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი პროკურატურა და ინვესტიციების მნიშვნელობა - ამ თემებზე ამახვილებს ყურადღებას ალასანია მთავრობის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრებზე.