ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელის სამშვიდობო ინიციატივა უკრაინაში


ხვალ გერმანიაში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპის ქვეყნების ლიდერები მინსკის 2014 წლის სამშვიდობო შეთანხმებაზე იმსჯელებენ, რომლის მიზანი უკრაინაში ძალადობის დასრულება იყო. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეთანხმების მომავალთან დაკავშირებით სასაუბროდ საფრანგეთის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები ბერლინში მიიწვია.

გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერის შტეფან შიბერტის მიერ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით “შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ”. ოთხ ქვეყანას შორის ბოლო კვირის მანძილზე მიმდინარე კომუნიკაციის შინაარსიდან გამომდინარე, მოლაპარაკებიდან რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ველოდებით, აცხადებს შტეფან შიბერტი. “ყველა პრობლემის გადაჭრის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს” - თქვა მან.

XS
SM
MD
LG