ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი უკრაინაში პრეზიდენტს შეხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიევში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და პრემიერ მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანს შეხდვა. განხილვების თემა უკრაინაში რეფორმების პროცესის მიმდინარეობა და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სტატუსი იყო.

კიევში ყოფნისას, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას 23 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს მისცემს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციასთბის თავის გართმევაში დასახმარებლად. 2014 წელს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ამერიკამ ქვეყნისთვის 135 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უზრუნველყო.

უკრაინაში ჩასვლამდე ჯონ კერიმ თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან ამერიკა-საქართველოს სამხედრო პარტნიორობის გასაღრმავებლად ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG