ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტის ხეობაში?


ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ საფლავები პანკისის ხეობაში გაითხარა
ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ საფლავები პანკისის ხეობაში გაითხარა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:10 0:00
ბმული


მასშტაბური სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტმა დასრულებულად ჯერ კიდევ, 30 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა ექვსი დღის შემდეგაც ამ ოპერაციის ირგვლივ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ აღიარა რამდენიმე ფაქტი, რასაც მანამდე კატეგორიულად უარყოფდა. ლოპოტის ხეობაში დახოცილი შეიარაღებულ პირებში საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. პანკისის ხეობის სოფელ დუისში, 31 მარტს, შვიდი საფლავი სწორედ ლოპოტის ხეობაში განადგურებული ქისტებისა და ჩეჩნებისთვის გაითხარა.

ამ ინფორმაციასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა პანკისში დაწყებული მღელვარების შემდეგ იძულებული გახდა, 3 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე, დუისის სასაფლაოზე, ჭირისუფლებისგან მალულად დაეკრძალათ - 22 წლის ასლან მარგოშვილისა და 26 წლის ბაჰაუდი ალდამოვის (ქავთარაშვილის) ცხედრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

დუისში ამ დრომდე ელოდებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, გროზნოელი ბაჰაუდი ბაღაკაშვილის ცხედრის გადაცემას, რომელიც ასევე სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ბაგჰაუდი ბაღაკაშვილი უკვე წლებია ოჯახთან ერთად ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა და საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ დაბრუნდა.

ბიძის, ზურაბ ბაღაკაშვილის თქმით, ბაჰაუდი 25 აგვისტომდე მასთან დუისში ცხოვრობდა. როგორ აღმოჩნდა პანკისიდან ბაღაკაშვილი კარგად შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად ლოპოტის ხეობაში ამაზე ოჯახი ვერაფერს ამბობს:

„ბაჰაუდი ბაღაკაშვილია, ტელევიზორში რო აჩვენეს ცხედრები ძმამ ამოიცნო, მე ვესაუბრე ტელეფონით და ამოვიცანიო. აქ იყო ჩემთან ჩამოსული, ეგენი ცხოვრობენ ავსტრიაში. ორი თვე იყო ჩამოსული, 25 აგვისტოს წავიდა აქედან. თურქეთში უნდა გავიდეო იქედან უფრო იაფი ჯდება ბილეთიო და იქედან გავფრინდებიო.

მომავალ წელს ჩამოვალო, ცოლ-შვილსაც ჩამოვიყვან და დავისვენებ ბიძაო ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი 25 აგვისტოს საღამოს როცა მიდიოდა. მკვდარი მაინც დაგვამარხინონ დანარჩენი მე არანაირი ინტერესი ჯერჯერობით არ მაქვს.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულთა შორის ასევე აღმოჩდნენ ეთნიკური ჩეჩნები - დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ჯაბრაილ ხაშიევი და ეთნიკური ინგუში მუსა ადიევი. ისინიც რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა ლტოლვილის სტატუსით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ.

რუსული პრესის ცნობით, ყველაზე გავლენიანი ჯგუფში იყო 44 წლის დუკვახა დოშუევი, რომელიც ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის, დღეს კი დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მქონე ახმედ ზაკაევის პირადი მცველი იყო.

2003 წელს, სწორედ დოშუევმა შეცვალა ლონდონის სასამართლოში წინასწარი ჩვენება და რუსეთში ექსტრადირებისა და სიკვდილით დასჯისგან იხსნა ახმედ ზაკაევი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს თუ ვინ არიან დანარჩენი ოთხი დაღუპული და რა ბედი ეწიათ, იმ ექვს შეიარაღებულ პირს, რომლებიც ახალაიას უწყების მტკიცებით, სპეცნაზმა ალყაში მოაქცია.

საგამოძიებო სტუდია GNS-ის ჟურნალისტებმა, პირველებმა გაახმაურეს ინფორმაცია, რომ ლოპოტის ხეობაში პანკისის ხეობის მკვიდრები დაიღუპნენ. სტუდიის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა, რომელიც 30 აგვისტოდან იმყოფებოდა პანკისში, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს:

„ჩვენ 30 აგვისტოს ჩავედით პანკისის ხეობაში ანუ ერთი დღით ადრე, ვიდრე მოსახლეობა დაღუპულების შესახებ გაიგებდა. 30 აგვისტოს საღამოს გავრცელდა დაღუპულთა კადრები და 31 აგვისტოს პანკისი ხეობაში დაიწყო გლოვა, ფაქტიურად მთელი ხეობა იყო შოკში.

ყველა ცდილობდა გაეგო რა მოხდა ეძებდნენ საკუთარ ახლობლებს, თუმცა სამმა ოჯახმა უკვე ზუსტად იცოდა, დადასტურებულად რომ მათი შვილები და ძმისშვილი დაიღუპა თავად გვითხრეს, რომ პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ ამ ოჯახებში და გააგებინეს, რომ ცხედრები პროზექტურაში იყო დასვენებული და უკვე ემზადებოდნენ გადმოსასვენებლად.

ღამით უკვე შეიცვალა სიტუაცია და ჭირისუფლებს უთხრეს რომ ცხედრებს ვერ მიიღებდნენ. სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა რომ ინფორმაცია გახმაურდა და ხელისუფლებამ უბრალოდ ვერ გათვალა, რომ პანკისიდან, ამ დაზაფრული და გაუბედურებული ხალხისგან ინფორმაცია გამოვიდოდა.

პანკისელები არა მხოლოდ ცხედებს გლოვობდნენ, არამედ იმის შიშიც ჰქონდათ რომ იმ ექვს ადამიანში, რომლებზეც დევნა გრძელდებოდა შეიძლება მათი შვილები ყოფილიყვნენ.

რაც შეეხება ვერსიას, რომ ეს ხალხი იყო ჩრდილეთ კავკასიიდან გადმოსული ამას კატეგორიულად უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ის ჩეჩნებიც კი ვინც ლოპოტის ხეობაში დაიღუპნენ ბოლო პერიოდში ცხოვრობდნენ პანკისის ხეობაში, ეხ ხალხი იყო პანკისიდან გასული და არა სხვა ქვეყნიდან შემოსული.“

სპეცოპერაციას ლოპოტის ხეობაში, რომელიც ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 26 აგვისტოს ხუთი მძევლის გათავისუფლების მოტივით დაიწყო სამი ქართველი სპეცნაზელი შეეწირა, მათ შორის სამბოს ლეგენდა, სამბოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი არჩილ ჩოხელი.

საქართველოს ხელისუფლება ახალ მნიშველოვან გარემოებებზე, რომელმაც ფაქტობრივად დაანგრია ოფიციალური ვერსია კომენტარს აღარ აკეთებს და დღემდე ამტკიცებს, რომ პანკისელ ვაჰაბიტთა ჯგუფი დაღესტნიდან საქართველოსკენ მოძრაობდა და არა პირიქით.

XS
SM
MD
LG