ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი Agile Spirit-სა და Ample Strike-ს სტრატეგიული სამხედრო წვრთნებით პასუხობს


ამერიკელი საზღვაო ქვეითები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე

ამერიკელი საზღვაო ქვეითები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე

მეორე დღეა, ახალციხიდან 6 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მინაძესთან მდებარე, ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მებრძოლი სული“ (Agile Spirit) მიმდინარეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა NATO-ს ოთხი ქვეყნის ჯარისკაცები, მძიმე ტექნიკით სამხრეთ საქართველოში შეიკრიბნენ.

Agile Spirit 2016-ში ჩართულნი არიან: ევროპაში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაახლოებით 270 მეომარი, რომელთა შტაბიც გერმანიის ქალაქ ბებლინგენში მდებარეობს.

ორფოლოს პოლიგონი მრავალეროვნული სწავლების დროს

ორფოლოს პოლიგონი მრავალეროვნული სწავლების დროს

ორფოლოში ასევე იმყოფებიან, აშშ-ს ევროპული სარდლობის სადესანტო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ოცეული, უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითები, ლატვიის არმიის შტაბის ოფიცრები, რუმინეთის არმიის ქვეითთა ქვედანაყოფი, ბულგარეთის არმიის 61-ე მექანიზირებული ბრიგადის ქვეითები და 68-ე ბრიგადის სპეციალური ძალების მებრძოლები.

მოკავშირეების სამხედრო ტექნიკა ახალციხეში სწორედ ბულგარეთიდან იქნა გადმოსროლილი, მათ შორის პირველად არის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართავადი სარაკეტო სისტემა BGM-71 TOW და ასევე ბრიტანული - 155 მმ-იანი ჰაუბიცა - M777 A2.

„მებრძოლი სულის“ სწავლებას ქართველი პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც ამერიკელი ვიცე-პოლკოვნიკი კრის რობერტსი ეხმარება.

ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისთვის, ბალტიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედროებისთვის წვრთნა ამ ლოკაციაზე, ახალციხეში გაიარონ"

„მოხარული ვარ რომ Agile Spirit 2016-ში ვმონაწილეობ, ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისთვის, ბალტიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის სამხედრო წვრთნა ამ ლოკაციაზე გაიარონ. ჩვენ ქართველ სამხედროებთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ სწორედ ამ სწავლების კუთხითაც, რომელიც აქ 2011 წლიდან იმართება.“

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ორფოლოს სასროლეთზე წვრთნებში მონაწილეობენ: პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეა, სპეციალური ოპერაციული ძალების ასეულის შტაბი და ოცეული, საინჟინრო ბრიგადის ოცეული, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონი, ნაღმმტყორცნელთა ოცეული და სატანკო ოცეული.

„მებრძოლი სულის“ სწავლების საველე ნაწილი 4 ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, შერეულმა ასეულებმა სროლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯავშანტექნიკიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განახორციელეს.

მეორე და მესამე ეტაპზე, ჯარისკაცები ჯერ სიტუაციური სწავლებებს გაივლიან, საბრძოლო სროლების გარეშე, შემდეგ კი საველე ტაქტიკურ სწავლებას უკვე საბრძოლო სროლების თანხლებით.

სწავლების დასკვნით ეტაპზე, 8-9 სექტემბერს, შემაჯამებელი წვრთნები გაიმართება, რომლის დროსაც შეტევის, თავდაცვის და უკან გამოსვლის ვარჯიშები იქნება გამოყენებული. სწავლება ხუთშაბათს, ორფოლოზე საჩვენებელი სროლებით დასრულდება. 42-ე მექანიზირებული ბატალიონის უფროსი სერჟანტი დავით გაზდელიანი ამბობს:

სწავლება დაგეგმილია ძირითადად შეტევით ოპერაციებზე, ხდება მოწინააღმდეგის პოიზციების დაკავება და შემდეგ ამ პოზიციების გადაბარება“

„სწავლება ძირითადად მიმდინარეობს ასეულის დონეზე, ხდება ასეული შეტევა პირობით მოწინააღმდეგეზე. ცალ-ცალკე იწვრთნებიან: სნაიპერები, 120 მმ-იან ჰაუბიცებზე არტილერისტები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2-ის ეკიპაჟები.

სწავლება დაგეგმილია ძირითადად შეტევით ოპერაციებზე, ხდება მოწინააღმდეგის პოიზციების დაკავება და შემდეგ ამ პოზიციების გადაბარება.“

ახალციხეში მრავალეროვნული სწავლების პარალელურად, სადაც საქართველოს და მისი NATO-ელი მოკავშირეების ჯარისკაცები არიან ჩართულნი, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში მდებარე ცაბალისა და ნაგვალუს პოლიგონებზე, რუსი ოკუპანტების ჰაერსაწინააღდეგო დაცვის ქვედანაყოფებმა, საზენიტო სარაკეტო კომპექსების C-300-ის, Osa-9K33-სა და Strela-10-9K35-ის გამოყენებით ივარჯიშეს.

დღეს კი რუსეთში სტარტი აიღო სტატეგიულმა საკომანდო-საშტაბო სამხედრო სწავლება „კავკასია 2016“-მა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, ოკუპირებულ აფხაზეთს, სომხეთს, შავ და კასპიის ზღვებსაც მოიცავს. „კავკასია 2016“-ში თითქმის 13 ათასი სამხედრო მონაწილეობს.

რუსული მედია "Кавказ-2016"-ის დაწყებას ევროპასა და საქართველოში NATO-ს წვრთნებს უკავშირებს

რუსული მედია "Кавказ-2016"-ის დაწყებას ევროპასა და საქართველოში NATO-ს წვრთნებს უკავშირებს

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ დღეს ღიად წერს, რომ „კავკასია 2016“ არის, საქართველოში მიმდინარე Agile Spirit-სა და ევროპაში მიმდინარე NATO-ს მრავალეროვლურ სწავლება - Ample Strike-ზე (ჩეხეთი, გერმანია, ლიტვა, აშშ, პოლონეთი, სლოვენია) მოსკოვის მყისიერი პასუხი.

XS
SM
MD
LG