ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეო-ნაცისტების მარში თბილისში - „თეთრი ნაციონალიზმის“ სიმბოლიკით


„თეთრი ნაციონალიზმის“ კოდური ლოზუნგი - 14/88 თბილისში პირველად გამოჩნდა

„თეთრი ნაციონალიზმის“ კოდური ლოზუნგი - 14/88 თბილისში პირველად გამოჩნდა

თერთმეტი საქართველოს მოქალაქე, ძირითადად ახალგაზრდები, დააკავა პოლიციამ, ე.წ „ნაციონალისტური მარშის“ დროს, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა და აღმაშენებლის გამზირზე, კაფე-ბარების დარბევაში გადაიზარდა.

მსვლელობაში, რომელიც რუსთაველის მეტროდან დაიწყო, სხვადასხვა ნაციონალისტური (ნეო-ნაცისტური) ორგანიზაციები და რასისტული ფან-დაჯგუფებები მონაწილეობდნენ. მათ შორის: „ქართული ძალა“, „ედელვაიასი“ და „ბერგმანი“.

დაახლოებით, 150 ახალგაზრდიდან, ნაწილი ნიღბებით იყო, შავ მაისურებში გამოწყობილთა ნაწილს კი ეწერათ - ციფრები 14/88, რაც „თეთრი ნაციონალიზმის“ მამამთავრის, ამერიკელი ნეონაცისტის დევიდ ლეინის ცნობილი კოდური ლოზუნგია - „ჩვენ უნდა დავიცვათ თავად ჩვენი ხალხის არსებობდა და ჩვენი თეთრი შვილების მომავალი“

ფოტო ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" საკუთრებაა/ლუკა პერტაია

ამერიკული ნეონაცისტური დაჯგუფება The Order-ის ლიდერი დევიდ ლეინი, რომელსაც 1985-87 წლებში, სიეტლისა და დენვერის სასამართლოებმა ჯამში - 190 წელი მიუსაჯეს, 2007 წელს, 68 წლის ასაკში, ინდიანას შტატის ციხეში გარდაიცვალა.

თავდაპირველად, ქართველი ნაციონალისტები რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ აპირებდნენ დაძვრას, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა და მათ, ჯერ გმირთა მოედანზე, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

„ნაციონალისტების მარშის“ ერთ-ერთმა ნიღბიანმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი სოხუმის დაცემის დღისთვის გაერთიანდნენ:

პრორუსული და ლიბერალური იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია! ჩვენ გვაქვს ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგია"

„პრორუსული და ლიბერალური იდეოლოგია არის ჩვენთვის მიუღებელი! ჩვენ გვაქვს ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგია. დღეს, სხვადასხვა ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა და საფეხბურთო კლუბების ფან-კლუბებმა სოხუმის დაცემის დღისთვის გადავწყვიტეთ გაერთიანება და მარშის მოწყობა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მას შემდეგ გამოიყენა ძალა, რაც ნაციონალისტური მარშის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე იმ კაფე-ბარებისა და მაღაზიების დარბევა დაიწყეს, რომლებიც ძირითადად უცხოეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.

თვითმხილველთა თქმით, ნეო-ნაცისტები აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცყოფას აყენებდნენ როგორც ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში, ბარებსა და კაფეებში ისროდნენ მაშხალებს, დააზიანეს სარეკლამო ბანერები და ინვენტარი. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს:

სადაც კი ეთნიკური თურქების ობიექტები იყო ყველგან შემოაგდეს მაშხალები, კვამლის გამო შეშინებული ადამაინები გარეთ გამოცვივდნენ"

„სადაც კი ეთნიკური თურქების ობიექტები იყო ყველგან შემოაგდეს მაშხალები, წარმოქმნილი კვამლის გამო შეშინებული ადამაინები გარეთ გამოცვივდნენ.“

აღმაშენებლის გამზირზე, თურქული რესტორნის „ნასიმის“ „მეპატრონემ, პანკისის ხეობის მკვიდრმა ვახტანგ ფარეულიძემ აღნიშნა, რომ მუსლიმ ქალბატონს მარშის მონაწილეებმა თავშალიც მოხადეს

ვახტანგ ფარეულიძე

ვახტანგ ფარეულიძე

„რესტორნებში თურქულად რასაც კი ეწერა ყველა ბანერი დალეწეს,

„თურქულად რასაც კი ეწერა ყველა ბანერი დალეწეს, ადამაინები შეაშინეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია, როცა არაბ ქალბატონს თავშალი მოხადეს ?!"

სასტუმროებსა და ბარებში მაშხალები შემოყარეს, ადამაინები შეაშინეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია, არაბ ქალბატონს თავშალი მოხადეს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, "ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას". ეს დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება . ხოლო, ხულიგნობა პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ - ორიდან ხუთ წლამდე ციხით.

თავად მარშის მონაწილენი ხულიგნობისა და დარბევის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. „ედელვაისის“ ფეისბუქ გვერდზე კერძოდ ნათქვამია" „გავაპროსტესტეთ თურქული და არაბული ბარ-ბორდელების არსებობა, სადაც ქართველ გოგოებს ამუშავებენ და სადაც ყველა შედის, ქართველის გარდა!

რეალურად, ამ საროსკიპოების შესახებ მთავრობას დეტალური ინფორმაცია აქვს, მაგრამ მათი დუმილი ჩვენ დავარღვიეთ... არცერთი რესტორანი არ დაზარალებულა, არ ჩაგვილეწია შუშები, არც პოლიციას გავუწიეთ წინააღმდეგობა.“

ნეო-ნაცისტური ჯგუფების: „ქართული ძალის“ „ედელვაისისა“ და „ბერგმანის“ აქტივისტები წინა წლებში, უკვე იყვნენ დაკავებულები თბილისში - უცხოეთის მოქალაქეებსა და ვეგა-კაფეზე თავდასხმის გამო.

პროკურატურა დაკავებული ნეო-ნაცისტებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ შუამდგომლობას 30 სექტემბერს განიხილავს.

XS
SM
MD
LG