ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა 18 უკრაინელის აქტივები გაყინა


ევროკავშირის ცნობით, გაიყინება 18 უკრაინელის ფინანსური აქტივები. ბრიუსელის ცნობით, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც მთავრობის ქონება გაფლანგეს.

ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს და დაამტკიცეს ეს სია, თუმცა ერთი დღით თავი შეიკავეს მათი სახელების დასახელებისგან იმის შიშით, რომ ეს პირები შეეცდებოდნენ აქტივების გატანას ევროპის ბანკებიდან. აღნიშნული 18 ადამიანის ვინაობას, უახლოეს მომავალში, ევროკავშირის იურიდიული პუბლიკაცია დაასახელებს.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ერთერთია იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც ეს სანქცია ტარდება. 28 ქვეყნით დაკომპლექტებული ევროკავშირის ბლოკის მიღმა, იანუკოვიჩის აქტივები გაყინა შვეიცარიამ და ლიხტენშტეინმა.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ ამ თანხას ამოიღებენ და უკრაინის ახალ მთავრობას გადასცემენ.

XS
SM
MD
LG