ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებიდან შემდეგი ცნობები ვრცელდება:

  • ნევადის შტატში მოსამართლე გლორია შტურმანმა დონალდ ტრამპის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რესპუბლიკელი კანდიდატი ადრეული არჩევნების ბიულეტენების გამოცალკევებას ითხოვდა.
  • ფლორიდის შტატში დღეს ორი საარჩევნო კომისიის წევრი დაითხოვეს. მათ ამომრჩევლების თანდასწრებით უბანზე ცხარე კამათი გამართეს.
  • ტეხასის შტატში, წინა ღამით არჩევნების მოსამართლის გარდაცვალების გამო, დალასში ხმის მიცემის პროცესი გვიან დაიწყო. საარჩევნო უბნები ღია საღამოს 9 საათამდე იქნება.
  • სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩესაპიკში (ვირჯინიის შტატი) შავკანიანი ამერიკელების დისკრიმინაციის შესახებ. ინფორმაცია ადგილზე არ დადასტურდა.
  • ნიუ-იორკში, ბრუკლინელი ამომრჩევლები დიდი რიგების გამო ჩივიან. მათ ხმის მიცემამდე რამდენიმე საათი ლოდინი უწევდათ.
  • ჩრდილოეთ კაროლინაში, დურჰემის დასახლებაში ხმის მიცემის პროცესი ტექნიკური მიზეზებით ნახევარი საათით შეფერხდა.
  • ალაბამის შტატში 112 ამომრჩევლის მიერ წერილობით გაგზავნილი არჩევანი ფოსტის მიზეზით შეფერხდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG