ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ახალი პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო უბნებისკენ მიემართებიან. გრძელი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, ერთმანეთს დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უპირისპირდებიან.

კლინტონის თქმით, არჩევნების დღე „ჩვენი დროის ტესტია“. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ამერიკისთვის ეს დღე „დამოუკიდებლობის დღეს“ უდრის.

50 შტატში, არჩევნების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე არ გამოცხადება. ვაშინგტონის დროით, საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნები ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში დაიხურება. ამ შტატებზე 538 საარჩევნო კოლეგიის ხმათა ნახევარი მოდის. ჩრდილოეთ კაროლინაში თავის საბოლოო გამოსვლაში კლინტონმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის იქნება არა მარტო მათი პრეზიდენტი, ვინც მას მისცემს ხმას, არამედ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც მათ მის ოპონენზე შეეჩერებინათ არჩევნები. „ამერიკაში ჩვენ ხიდებს ვაშენებთ და არა კედლებს, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ტრამპს უყვარს სიძულვილი“, - განაცხადა მან.

მიჩინაგში ტრამპმა თავის ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვებით ქვეყანაში „რეალური ცვლილებები“ გატარდება. „პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ჰილარი კლინტონის თავიდან მოცილებაა. ეს კარგი პირველი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა მან.

კვლევების მიხედვით, კლინტონი 2-4 პროცენტით ლიდერობს. წინასწარი ხმის მიცემის პროცედურის მიხედვით ათობით მილიონმა ამერიკელმა თავის რჩეულს ხმა უკვე მისცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG